Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თელავის რაიონის პედაგოგებს შეხვდება


Recommended Posts

დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები თელავის რაიონის პედაგოგებს შეხვდებიან.

 

პედაგოგები მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.

 

შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის შენობაში 14:00 საათზე შედგება.

 

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხოურ ენებში პირველად 2010 წელს ჩატარდა.

 

დაწყებითი კლასების პედაგოგთათვის კი ის პირველად 2011 წელს ჩატარდება. 1-4 კლასების პედაგოგებისათვის მომზადდება ტესტი, რომელიც შეამოწმებს ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ცოდნასა და სწავლების მეთოდიკის ფლობას (დავალებების 75%), ასევე აკადემიურ უნარებს – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (დავალებების 25%).

 

წელს ასევე პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მასწავლებელთათვის.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...