planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, დღეს, 1400 მმ-იან მე-6 წყალდენზე საპროფილაქტიკო სამუშაოების II ეტაპის განხორციელებაა დაგეგმილი. სამუშაოები ჩატარდება აღნიშნული წყალდენის იმ მონაკვეთზე, რომელიც ზაჰესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს 11:00 საათიდან, 3 თებერვლის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, სერგო მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს; სოფლებს: წყნეთი, ახალდაბა, კოჯორი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი და შინდისი.ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებენ: დიდი დიღმის დასახლება, მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts