planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/mubarak-1-150x150.jpgეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პირობას დებს, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. ეგვიპტის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, რომელსაც ეროვნული ტელეარხი გუშინ გვიან ღამით პირდაპირ ეთერში გადასცემდა, პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის სტაბილურობისთვის. მისი მტკიცებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებს და ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან ვარიანტს მოამზადებს.“მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არც ვაპირებდი. ისედაც საკმაოდ დიდხანს ვიყავი ხელისუფლებაში”, – აღნიშნა მუბარაქმა.მუბარაქის თქმით, ის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვა, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას გაამარტივებს და საპრეზიდენტო ვადების რაოდენობას შეზღუდავს.პრეზიდენტმა მოსახლეობას ქაოსსა და წესრიგს შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა. მან ყველა ოპოზიციურ ძალას დაუყოვნებლივი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. თავის გამოსვლა მუბარაქმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: “ეგვიპტისთვის ვიბრძოდი და ვიცავდი და აქ მოვკდები”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts