planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/magaro-150x150.jpgტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში დღეს, დილის 06:00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. მაღაროელები შპს ,,საქნახშირის” თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ,,საქნახშირის” თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად; მაღაროში 2010–2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას; ,,საქნახშირში” დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას (და სხვა) ითხოვენ. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ,,საქნახშირის” ხელმძღვანელობა მაღაროელების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ორშაბათს გამართეს. ისინი 27 იანვარს მაღაროელთა კრებაზე მიღებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მათ მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციას წაუყენეს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა დარგების პროფესიული კავშირები. ტყიბულში მიემგზავრებიან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts