planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 გამოსაშვები გამოცდების სემინარი დღეს დამთავრდება. თელავის რაიონში, კომპლექს ,,ლოპოტაში”, გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით სამუშაო სემინარს მართავს. სემინარის მიზანი გამოსაშვები გამოცდების პროგრამული უზრუნველყოფის აპრობაციაა. სემინარში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ტვენტეს უნივერსიტეტის (ჰოლანდია) პროფესორი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია “სიტოს” ექსპერტი თეო ეგენი მიიღებს მონაწილეობას. ჩAთ -ის სისტემის აპრობაციის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს გეგმავს. პრეტესტი მარტში შედგება და მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მოსწავლეს ექნება – გამოცდების ეროვნული ცენტრის ვეგვერდზე განთავსდება CAT-ის სისტემის სადემონსტრაციო ვარიანტი და ყველა მსურველს შეეძლება საკუთარი ან სკოლის ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის მეშვეობით გაიაროს ტესტირება – გაეცნოს როგორც ტესტირების პროცესს, ისე ტესტურ დავალებებს. შეგახსენებთ, სემინარი 1 თებერვალს დაიწყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts