planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2011/2/1/1296572561613/Kenny-Dalglish-and-Andy-C-007.jpg ლივერპულის ახალმა 9 ნომერმა პირველი ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს… გუნდში პირველი ვარჯიშის და ახალ გარემოსთან შეჩვევის შემდეგ ქეროლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა… პირველ რიგში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. რა გრძნობაა ლივერპულში ყოფნა? ეს მართლაც არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ლივერპული დიდებული კლუბია და როცა ასეთი კლუბი ინტერესდება შენით, შეუძლებელია აქ გადმოსვლაზე უბრალოდ დაფიქრდე კიდეც… რა იყო თქვენი პირველი რეაცია როცა ლივერპულის ინტერესის შესახებ გაიგეთ? თავდაპირველად გაკვირვებული ვიყავი გავრცელებული ინფორმაციებით და ზუსტად არ ვიცოდით თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. თუმცა როცა მითხრეს რომ ლივერპულის ინტერესი რეალობა იყო, მაშინვე მივხვდი, თუ რა დიდი შანსი მომეცა მეთამაშა წითლებში და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა… ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. შეძელით უკვე ამ ყველაფერთან შეგუება? ჯერჯერობით ვერა. ყველა, ვისთან ერთადაც გავიზარდე და ფეხბურთის თამაში ვისწავლე, ახლა ნიუკასლშია. მე კი აქ ვარ. ალბათ ცოტა დრო მჭირდება ყველაფერის გასაცნობიერებლად… რა გრძნობაა, როცა ერთ დილასაც იღვიძებ და უკვე ლივერპულის 9 ნომერი ხარ? ეს მართლაც განსაკუთრებულია გრძნობაა. ყოველთვის მსურდა ამ ნომრით თამაში, მაგრამ ლივერპულის 9 ნომრიანი მაისურით თამაში მაინც სულ სხვაა… ეს ნომერი ლივერპულში ისეთ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ, როგორებიც რაში, ფაულერი და ტორესი არიან. რას ფიქრობთ, შეძლბეთ გაჰყვეთ მათ ნაკვალევს? სწორედ ამის იმედით ვარ აქ. ერთი სული მაქვს გავიდე მოედანზე და ვითამაშო, გავიტანო გოლები და დავეხმარო გუნდს. რას ფიქრობთ კენი დალგლიშთან მუშაობაზე? ეს ძალიან მხიბლავს. იგი არაჩვეულებრივი ადამიანი და მწვრთნელია. მან მითხრა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ჩავდგე ფორმაში, რათა გუნდში ჩემი ადგილის დაკავება შევძლო… ვიცით რომ შენ კევინ ნოლანის (ნიუკასლის ფეხბურთელი) ახლო მეგობარი ხარ. კევინი კი ლივერპულის გულშემატკივარია. რა გითხრა მან მერსესაიდში გადმოსვლის შემდეგ? მე მას ვესაუბრე და კევინი მეცხრე ცაზეა ჩემი ლივერპულში გადმოსვლის გამო. მითხრა რომ დიდი შანსი მომეცა დავამტკიცო თუ რა შემიძლია ენფილდზე და მეც სწორედ ამას ვაპირებ… რამდენად დიდი ნაბიჯია ეს შენთვის კარიერის ამ ეტაპზე? ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ლივერპული შესანიშნავი შესაძლებლობაა თავის დამკვიდრების, რადგან ეს კლუბი ყოველთვის ტიტულებისთვის იბრძვის. კარიერის წინ ეტაპი ნიუკასლში გავატარე, ახლა კი ჩემთვის ახალი ერა იწყება. თქვენთან ერთად ლივერპულმა ლუის სუარესიც შეიძინა. როგორ ფიქრობთ რამდენად შეძლებთ მასთან შეწყობას? ასეთ პატრნიორთან თამაში შესანიშნავია, მაგრამ ჩემი მიზანი არამარტო მასთან, არამედ თითოეულ ფეხბურთელთან შეთამაშებაა და იმედი მაქვს კარგად მოვერგები გუნდს… ნიუკასლში უამრავი გოლი გაგქონდათ. შეძლებთ დაეხმაროთ ლივერპულს სასურველი შედეგის მიღწევაში? მე ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ და ლივერპულშიც ასე იქნება. ვეცდები არამარტო გავიტანო გოლები, არამედ საგოლე მომენტებიც მრავლად შევუქმნა თანაგუნდელებს. რას მოელით ლივერპულური დებიუტიდან? ერთი სული მაქვს, მაგრამ ამისთვის ჯერ ფორმაში უნდა ჩავდგე. ახლა მხოლოდ დარბაზში ვვარჯიშობ, მაგრამ წესით მალე დავიწყებ უკვე მოედანზე სირბილსაც. ლივერპულში არაერთი ფაქტორის გამო ახალი ერა დაიწყო. რა გრძნობაა იყო ამ ახალი ეპოქის ნაწილი? ეს არაჩვეულებრივია, ჩემში ყველამ დიდი რწმენა ჩადო და უბედნიერესი ვარ როცა ვხედავ თუ რა კეთილგანწყობით დამხვდნენ ამ კლუბში. და ბოლოს, რა იქნება თქვენი მესიჯი ფანებისთვის? ლივერპულმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა ჩემში და მინდა ეს ნდობა ავანაზღაურო. ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავიღო ყოველთვის და გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts