planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://a.pix.ge/m/7th4x.jpg პოლ კონჩესკიმ სეზონის ბოლომდე ჩემპიონშიპის კლუბ ნოტინგემში ითამაშებს, ვიდრე მისი და ლივერპულის გზები საბოლოოდ გაიყრებოდეს… მერსესაიდში გადმოსვლის შემდეგ 6 თვის განმავლობაში კონჩესკიმ ენფილდზე ფეხი ვერ მოიკიდა. უსუსური თამაშის შემდეგ მისი ტრანსფერის საკითხიც დადგა, თუმცა FIFA-ს წესებით მიხედვით მას არ ქონდა უფლება ეთამაშა 3 კლუბის მაისურით 1 სეზონში. იმის გამო, რომ მას უკვე ქონდა ჩატარებული თამაშები ფულჰემის და ლივერპულის შემადგენლობაში, ერთადერთი გამოსავალი მისი ფულჰემში დაბრუნებაღა იყო, თუმცა მისი ძველი კლუბი კონჩესკის სურვილს არც კი გამოეხმაურა. ამის შემდეგ, ალბათ, როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის საკეთილდღეოდ გამოჩნდა ნოტინგემი, რომელმაც სეზონის ბოლომდე იჯარით წაიყვანა ინგლისელი მარცხენა მცველი. FIFA-ს წესები იჯარის შემთხვევაში არ დარღვეულა… ” მე ვაღიარებ რომ მინდოდა ჩემ ძველ კლუბში დაბრუნება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. შემეძლო დავრჩენილიყავი ლივერპულში და არაფერი არ გამეკეთებინა სეზონის ბოლომდე, მაგრამ მე თამაში მინდა, ამიტომაც გადავწყვიტე იმ კლუბში დროებით გადასვლა, რომელიც იბრძვის და მიისწრაფის ელიტარული დივიზიონისაკენ. ისინი აჩვენებენ კარგ თამაშს და მეც მინდა რომ მათ დავეხმარო პრემიერლიგაში გადასვლაში. ეს მათი მთავარი მიზანია.” – განაცხადა პოლ კონჩესკიმ 29 წლის მცველმა ასევე გაუზიარა ჟურნალისტებს თავისი გრძნობები ლივერპულის მიმართ, – ” მე თავიდანვე ვერ მოვერგე ლივერპულს. შემდეგ მენეჯერი რომელიც მე მენდობოდა და ჩემი ტრანსფერი განახორციელა – გაუშვეს. მქონდა შანსი ”ტოპ” კლუბში გამებრწყინა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოვიყენე. ახლა მინდა დავბრუნდე ისევ ჩემ დონეზე და უბრალოდ ვითამაშო ფეხბურთი ისეთ გუნდში, სადაც სათამაშო დროის მაქსიმუმი მექნება და ეს კლუბი ამ წუთისთვის ნოტინგემია.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts