planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili221-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადამიანები შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ქვეყანა ტალახიდან რომ ამოვიდეს, ის, რაც საქართველომ წინა წლებში გაიარა, აღარ უნდა განმეორდეს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, კახეთში, სოფელ კაჭრეთში პროფესიოული მომზადების კოლეჯის შენობის გახსნისას გააკეთა. მისი თქმით, ხალხმა ზუსტად იცის, რა მოაქვს შიდა სამოქალაქო დაპირისპირებას. “ჩვენზე გადაიარა ყველა ქარბორბალამ. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში რამდენიმე ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ჩვენ ვართ დაახლოებით 4 მილიონ 700 ათასიანი ქვეყანა, რომლის რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ქრისტიანი არ არის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველსა და აზერბაიჯანელს ერთნაირად ეკუთვნის საქართველო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სადღაც არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს, ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ შეიძლება იყვნენ მუსულმანები. თუმცა, ამას ჩვენ არასოდეს ვიტყვით, ამას მხოლოდ პოლიტიკური მარგინალები ამბობენ”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts