planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili-misha1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ძალიან კარგად იცის როგორ უჭირს ხალხს და რა მდგომარეობაა ამჟამად ქვეყანაში. ამის შესახებ, განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, კახეთში, სოფელ კაჭრეთში პროფესიოული მომზადების კოლეჯის შენობის გახსნისას გააკეთა. პრეზიდენტს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ქვეყანაში მეჩეთების თემაზე დაკავშირებით სპეკულირება. “მხოლოდ აჭარაში 200 მოქმედი მეჩეთია. არ შეიძლება ქართველების დაყოფა ქართველებად და აფხაზებად, ქართველებად და ოსებად, ქართველებად და არაქართველებად, ვაკელებად და ვერელებად, ვერელებად და ვარკეთილელებად. არ შეიძლება დაისვას კითხვა, რომელი უბნელი ხარ. ეს ყველაფერი გავიარეთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო დაყოფა დაუშვებელია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts