planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili-150x150.jpgთბილისის მკვდარ ქალაქად გამოცხადების და სიტუაციის არევის შესახებ მოწოდებებმა საქართველოს კარგი არაფერი მოუტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კაჭრეთში, პროფესიული მომზადების ცენტრის გახსნაზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ ეს დრო უკვე გაიარა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს უფლება, ეკამათოს ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის აფეთქება დაუშვებელია. მისივე თქმით, საქართველოს 2011 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, 47%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. პრეზიდენტმა დასვა კითხვა, რატომ არ მოხდა ტურიზმის აფეთქება 2007 წელს და თავადვე უპასუხა. ,,იმიტომ, რომ ჩვენ ამისთვის არ გვეცალა – პოლიტიკური პარტიები აქციებს აწყობდნენ. ვინ მოვა არეულ, აშლილ და პარალიზებულ ქვეყანაში?! 2008 წელს გვქონდა ომი, 2009 წელს – ისევ აქციები. იმის გამო, რომ რამდენიმე ათასმა ,,პორშეს” და ,,ბე-ემ-ვეს” ჯიპებით თბილისის ცენტრში აქციაზე მისვლა მოინდომა, ასობით ათასი ქართული ოჯახი ტურისტის გარეშე დარჩა. 2010 იყო სტაბილურობის პირველი წელი და გაორმაგდა კიდეც ამ წელიწადს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი წელს, ტურისტების რაოდენობის მინიმუმ 50%-ით ზრდას ელის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts