Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახა კუკავამ სტრასბურგში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/kaxa-kukava-150x150.jpgკახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

“ექსპრესნიუსი”, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერს კახა კუკავას, სტრასბურგში ვიზიტის დეტალებზე ესაუბრა.

როგორც “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს შესახებ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება იყო.

“ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებს. ასევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ჰამარბერგს და მას პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი შიდა პოლიტიკაა. შესაბამისად, პოლიტიკურ ტერორზე, ძალადობაზე და დევნილების უფლებებზე ვისაუბრებთ, რომელიც თბილისში ამ წუთებშიც ირღვევა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ე.წ. გაყინული კონფლიქტები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. შეხვედრების თემატიკა საშინაო პოლიტიკიდან, ადამიანის უფლებები, პოლიტპატიმრები, სიტყვის თავისუფლება, არჩევნები, კონსტიტუცია, დევნილთა გამოსახლება და სხვა პრობლემები იყო. საგარეო პოლიტიკიდან კი საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხო”. – განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სტრასბურგში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიგვიწვიეს. ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ ევროსაბჭოს ინტერესს ადასტურებს.

კუკავას განცხადებით, ეროვნულ საბჭოში შემავალი ~ხალხის პარტია~ და ~თავისუფალი საქართველო~ სტრასბურგში ევროსაბჭოს ოთხი ყველაზე მსხვილი ფრაქციის მიერ იყვნენ მიწვეულები.

მათივე დახმარებით დაიგეგმა შეხვედრები აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთანაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა ევროსაბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებსა და ოპონენტების დევნაზე ისაუბრა.

კახა კუკავას თქმით, მალე მოხდება შეთანხმება მუდმივმოქმედ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება საქართველოში არსებული პოლოტპატიმრების საქმეების განხილვა.

კუკავა იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ევროსაბჭო კიდევ უფრო პრინციპულად მოეკიდება მას შემდეგ, რაც მონიტორინგის კომიტეტს სათავეში დიკ მარტი ჩაუდგა.

ევროსაბჭოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაზე დაყრდნობით, გაავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კახა კუკავა და კობა დავითაშვილი სტრასბურგში რუსმა დეპუტატებმა მიიწვიეს. კახა კუკავა სამთავრობო მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიწვევა საპარლამენტო ასამბლეაზე უზრუნველყო „დემოკრატიულმა ფრაქციამ“ და მისმა ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა კონსერვატორმა დევიდ უილშირმა.

პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული იმ სიუჟეტის შინაარსისა და შეფასების უარყოფას ითხოვს, რომლის თანახმადაც, ის და “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის მიწვევით იმყოფებოდნენ.

მისი განცხადებით, 24 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი სათაურით: “კახა, კობა და ოკუპანტები”. სიუჟეტის მონაწილეები: პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი ამ ვიზიტს ამორალურ, სამარცხვინო, ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველ ფაქტად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კუკავა და დავითაშვილი სტრასბურგში “პუტინის პარტიის წევრების” მიერ არიან მიწვეულნი. თავად კახა კუკავასა და კობა დავითაშვილის კომენტარები კი სიუჟეტში მოცემული არ არის.

კუკავას თქმით, შესაბამისად, მასში ფაქტები არასამართლიანად არის გაშუქებული და მხოლოდ ოპოზიციის ლიდერთა მისამართით გაისმის ბრალდებები. ეს კი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლებს ეწინააღმდეგება, რომელიც მაუწყებელს ფაქტის ზუსტ, სამართლიან გაშუქებას, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნასა და აზრის ავტორის იდენტიფიცირებას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვარს დაიხურა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...