planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/czernowecki-150x150.jpgუკრაინის დედაქალაქის მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში იმყოფება და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს დებს. ამის შესახებ, უკრაინული მედია იუწყება. მათი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობას არავინ ადასტურებს, კიევის მერიის თანამშრომლები ამ ვერსიას ყველაზე მეტად ემხრობიან. “კიევის მერის მეუღლე, ალინა აივაზოვა თბილისელია, მამამისი კი გავლენიანი მეწარმე იყო. ამბობენ, რომ მერის ოჯახი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობაში ინვესტირების საკითხს განიხილავს”, _ განუცხადა სააგენტო “kiev.gorod.ua” ანონიმურმა წყარომ. სააგენტოს ინფორმაციით, კიევის ყოფილ მერს, ალექსანდრე ომელჩენკონს აქვს ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლაი აზაროვმა იცის თუ სადაა დედაქალაქის მერი. “ჩერნოვეცკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აზაროვსაც აქვს და ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პაპოვსაც. აქედან გამომდინარე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა იცის თუ სადაა კიევის მერი”, – აცხადებს ალექსანდრე ომელჩენკონი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts