planetanews Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/manjgaladze-150x150.jpgპრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სტრასბურგში, სარჩელის საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ განხილვას, მიესალმებიან. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. “სტრასბურგში სარჩელის განხილვას მივესალმებით და მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს”,- განაცხადა მანჯგალაძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, კი სტრასბურგში დაწყებული საქმის განხილვა, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. კალანდაძის თქმით, სტრასბურგში დაწყებული პროცესი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროსასამართლომ, რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოთაშორისი სარჩელის ზეპირ განხილვა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ, 2007 წლის მარტში შეიტანა, 2006 წელს რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გამოძევებას და მათი უფლებების დარღვევას ეხება. მიმდინარე კვირაში 7 მოსამართლე ორივე მხარის მოწმეებს, მათ შორის იმ ეთნიკურ ქართველებს მოუსმენს, რომლებმაც მასობრივი გამოძევება საკუთარ თავზე გამოსცადეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts