planetanews Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/baqo-150x150.jpgბაქოში სპეცრეისით ეგვიპტიდან ევაკუირებული 103 ადამიანი ჩაფრინდა. პორტალ “კავკაზსკი უზელის” ინფორმაცით, 29 იანვარს ავიაკომპანია “აზალის” თვითმფრინავმა, სპეცრეისით აზეირბაიჯანის საელჩოს თანამშრომლის ნიჯატ გოჯაევის ცხედარიც ჩამოასვენა. “კავკაზსკი უზელი” ამ ინფორმაციას აზეირბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაქოში სპეცრეისით ჩამოფრენილთა უმრავლესობა აზეირბაიჯანელი დიპლომატების ახლობლები არიან. თუმცა, ეგვიპტეში აზეირბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება. მათ შორის აზეირბაჯანის საელჩოს თანამშრომელებიც. შეგახსენებთ, ეგვიპტეში 25 იანვარს საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ჰუსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. სწორედ, ამ არეულობის დროს, 29 იანვარს, ქაიროში აზეირბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts