planetanews Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/parlamenti-31-150x127.jpgპარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება. ბიუროს სხდომაზე მოხდება მთავრობის რამდენიმე ახალი ინიციატივის ინიცირებაც. კერძოდ, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონპროექტის, რომელის თანახმად, მანდატურები კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებშიც შევლენ, მათ ანაზღაურებას კი აღნიშნული სასწავლებლები დაფარავენ. ასევე, ბიუროზე მოხდება ,,პატიმრობის კოდექსში’’ კანონპროექტის ინიცირებაც, რომლის მიხედვით, პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შინაგანა წესის დაცვის გამო, ხანგძლივი პაემნების უფლება მიეცემათ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. საჭიროების შემთხვევაში კი, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, რიგგარეშე სხდომები დაინიშნება. ხვალ, ბიუროს სხდომაზევე გახდება ცნობილი, როდის ჩატარდება პლენარული სხდომები. პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts