Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 1 თებერვლის ანონსი


Recommended Posts

1 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში “ამბასადორში” სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე რეგიონული სემინარი გაიხსნება.

 

1 თებერვალს, 11:00 საათზე, საია-ს საკონფერენციო დარბაზში, ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნასთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

მის: კრილოვის ქ. #15

 

1 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა

 

1 თებერვალს, 12:00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მდივანი ზაზა გაბუნია რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ საკრებულოს ფოიეში პრესკონფერენციას გამართავს.

 

1 თებერვალს, 12:00 საათზე, თსუ-ის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

თსუ-ის II კორპუსი, IV სართული, ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტი, აუდიტორია #406

 

1 თებერვალს, 12:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბი აკაკი მინაშვილს უმასპინძლებს.

თემა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

 

1 თებერვალს, 12:00 საათზე, თელავში, კომპლექს “ლოპოტაში” გამოცდების ეროვნული ცენტრის სამუშაო სემინარი გაიმართება.

 

1 თებერვალს, 12.00 საათზე, სამოქალაქო რეესტრში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “საზღვარგარეთ მყოფ მშობლებს არასრულწლოვნის პასპორტის მისაღებად განცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება შეუძლიათ”.

მის: წერეთლის გამზ. #67ა

 

1 თებერვალს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალ-ლეიტენანტს, იურგენ ბორნემანს შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი № 209

 

1 თებერვალს, 13.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.

თემა: “ქართული დასის” სამუშაო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე”.

საქართველოს პარლამენტი, “კართული დასის” სათათბირო ოთახი #302

 

1 თებერვალს, 14.00 საათზე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ლომსაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ს.ს. “ჭიათურმანგანუმის” მუშაობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის იგნორირება სახელმწიფოს მიერ”.

მის: ცაგარელის ქ. #64-ა

 

1 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ვ. გორგასლის ქ. №24 (პროკურატურის ძველი შენობა).

 

1 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “ამირანის” ვებ-გვერდისა და სხვა სიახლეების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: აღმაშენებლის გამზ. #40

 

1 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

1 თებერვალს, 16:00 საათზე, აშშ-ს პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამის დირექტორს ფრენკ დაგლას ფერისს ხვალ თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...