Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების ძირითადი მაჩვენებლები 2010 წელს


Recommended Posts

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2010 წლის განმავლობაში, 20.8 პროცენტით, ანუ 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის 6.3 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 35.7 პროცენტით, ანუ 427.5 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 16.3 პროცენტით, ანუ 647.7 მლნ ლარით.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის განმავლობაში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 36.8 პროცენტით ანუ 502.6 მლნ ლარით გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს მიაღწია.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი იანვრისათვის 776.2 მლნ ლარით განისაზღვრა (14.8 პროცენტით ანუ 101.1 მლნ ლარით მეტი 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით); 10.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 384.5 მლნ ლარია (12.7 პროცენტით, ანუ 43.4 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის (ნაცვლად 80.0 პროცენტისა 1.01.2010–ის მდგომარეობასთან შედარებით).

2010 წლის განმავლობაში 16.4 პროცენტით ანუ 329.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...