Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გასაუქმებელი საპყრობილეები


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=4366&NrImage=1

 

 

 

სახალხო დამცველის მიერ ერთი წლის წინ გაცემული რეკომენდაცია საპყორბილეების ლიკვიდაციაზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

 

,,ყოველგავრი რეკომენდაციის გარეშე სამინისტრო აცნობიერებს თბილისის #1, ბათუმის #3, ზუგდიდის #4, ხონის #9 და ქსნის #7 საპყრობილეების დახურვის აუცილებლობას’’, ნათქვამია წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრომ ნეტგაზეთს გამოუგზავნა.

 

თუმცა ნეტაგზეთმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია დაწესებულების ლიკვიდაციის ზუსტი თარიღის შესახებ.

 

ამ დაწესებულებების ლიკვიდაციის შესახებ რეკომენდაცია საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდე ერთი წლის წინ, 2009 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშში გასცა.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება ითქვას, პატიმრები არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

 

,,თავისუფლების აღკვეთა უნდა ხორციელდებოდეს იმ მატერიალურ და მორალურ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების პატივისცემას’’, - წერია ანგარიშში.

 

სახალხო დამცველს, გიროგი ტუღუშს ანგარიშში ევროპის საბჭოს რეკომენდაციაც მოჰყავს. ევროპული თვალსაზრისით, ,,ადამიანის უფლებების შემლახავი ციხის პირობების არსებობა რესურსების ნაკლებობით არ არის გამართლებული’’.

 

იმისათვის, რომ გაგვერკვია, განიხილება თუ არა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილი დახმარების საკითხთა სამინისტოში ამ დაწესებულებების ლიკვიდაციის საკითხი, სამინისტროს წერილობით მივმართეთ.

 

,,სამინისტრო აცნობიერებს ჩამოთვლილი დაწესებულებების დახურვის აუცილებლობას’’, თუმცა ზუსტი თარიღი, როდის იგეგმება ლიკვიდაცია და სანაცვლოდ ახალი დაწესებულებების აშენება, წერილიდან არ ირკვევა.

 

,,უწყებას გააჩნია სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებს საჭირო ინფრასტუქტურის მშენებლობებს და ძველი დაწესებულებების დახურვას”, - წერია წერილში.

 

კითხვაზე, რა თანხაა ამისთვის გამოყოფილი 2011 წლის ბიუჯეტში? სამინისტრო გვწერს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ქსანში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სარეჟიმო კორპუსის მშენებლობა, თუმცა არ არის დასახელებული თანხა, რომელსაც სამინისტრო სარეჟიმო კორკუსის მშენებლობისთვის დახარჯავს. ასევე არაფერია ნათქვამი სხვა დაწესებულებების შესახებ.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...