Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რეისზე თბილისი- შარმ-ელ-შეიხი მგზავრთა რაოდენობა 80-დან 20-მდე შემცირდა


Recommended Posts

ავიაკომპანია ,,აირზენას’’ ჩარტერულ რეისზე, თბილისი- შარმ-ელ-შეიხი მგზავრთა რაოდენობა დღეს 80-დან 20-მდე შემცირდა, - ამის შესახებ "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

 

გიორგობიანის თქმით, ავიაკომპანია ბილეთებს ჯარიმის გარეშე დაიბრუნებს.

 

,,აირზენას’’ ჩარტერულ რეისს შარმ-ელ-შეიხიდან 106 მგზავრი ჩამოყვება.

 

დღეს ფრენა ეგვიპტის მიმართულებით 23.30 წუთზე განხორციელდება, ხოლო უკან თვითფრინავი დილის 06.00 საათზე დაბრუნდება.

 

გიორგობიანის თქმით, მგზავრებმა ჩარტერზე თბილისი-შარმ-ელ-შეიხი ბილეთები 25 იანვრამდე დაჯავშნეს.

 

"აირზენას" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამატებით რეისზე მოთხოვნა ჯერ არა არის.

 

,,არ ყოფილა მოთხოვნა დამატებით რეისზე. ჩვენ ვახორციელებთ გეგმურ ჩარტერებს და საჭიროების შემთხვევაში, თუ გახდა აუცილებელი ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ იქიდან, განვახორციელებთ დამატებით რეისს’’.

 

ჩარტერული რეისს ეგვიპტის მიმართულებით "აირზენა" კვირაში ერთხელ ახორციელებს. მომავალი ფრენა შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით 7 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

ეგვიპტის დიდ ქალაქებში მასობრივი გამოსვლები 25 იანვარს დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის გადადგომას და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. პოლიციასთან შეტაკებების შედეგადაც დაიღუპა 150-ზე მეტი და დაშავდა 4 ათასამდე ადამიანი.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...