Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ლტოლვილთა სამინისტრო ,,ამნესტი ინტერნეიშენალს’’ არაობიექტურობაში ადანაშაულებს


Recommended Posts

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ,,ამნესტი ინტერნეიშენალის’’ განცხადებას დევნილების განსახლების პროცესთან დაკავშირებით არაობიექტურს, ცალმხრივსა და არასამართლიანს უწოდებს.

 

განცხადებას სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. სამინისტრო წერს, რომ ორგანიზაცია ,,ამნესტი ინტერნეიშენელს’’ არ გააჩნია სრული ინფორმაცია ამ კონკრეტული განსახლების პროცესთან დაკავშირებით.

 

,,პროცესის დაწყებისთანავე სამინისტრო ელოდა (სატელეფონო შეთანხმებისამებრ) შეკითხვებს ელექტრონული ფოსტით ორგანიზაციის წარმომადგენლისგან დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუმცა კითხვები არ მოსულა და განცხადება სამინისტროს პოზიციების გათვალისწინების გარეშე გამოქვეყნდა.’’

 

სამინისტრო განცხადებაში იმედს იტოვებს, რომ ,,მსგავსი სამწუხარო ფაქტი აღარ განმეორდება და ორგანიზაცია გააგრძელებს მასთანმჩვეულ ნაყოფიერ თანამშრომლობას’’.

 

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ამნესტი ინტერნეიშენალი’’ 28 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს დევნილების განსახლების პროცესთან დაკავშირებით და წერს, რომ პროცესმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები.

 

"ამნესტი ინტერნეიშენალი’’ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოსახლებულებისთვის შესაბამისი წინასწარი შეტყობინების გაკეთება, ვერ უზრუნველყო ის, რომ ყველა შესაბამის ოჯახს მიეღო ფინანსური დახმარება გამოსახლებამდე და ასევე ვერ უზრუნველყო დამკვირვებელთა სრული და შეუფერხებელი დაშვება’’.

 

ასევე, განცხადების მიხედვით, ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ საცხოვრებელი პირობებით, რომლებიც დევნილებს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში ხვდებათ.

 

,,მთავრობის მიერ გამოსახლებულთათვის შეთავაზებული ყველა ალტერნატიული საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებს სრულად ადეკვატურ საცხოვრებელ სტანდარტებს’’, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...