planetanews Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 http://img.thesun.co.uk/multimedia/archive/01240/splash-carroll_1240428a.jpg ბრიტანული THE SUN-ის ცნობით ლივერპული მზადაა ტორესის ტრანსფერის შემთხვევაში ენდი კეროლი შეიძინოს… სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკვე 24 საათზე ნაკლები დარჩა და ბუნებრივია ლივერპული ისე არ გაუშვებს თავის ტოპ-ფორვარდს, რომ მისი შემცვლელი არ ჰყავდეს და ნახევარი სეზონის განმავლობაში 50 მილიონი სულ ტყუილად ედოს სეიფში. ფულს ხომ გოლები არ გააქვს ჩელსის კარში… ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს წითლები 15 მილიონად ეშლი იანგს იძენენ, ან ჩარლი ადამს ამატებენ 8 მილიონს, მაგრამ THE SUN ირწმუნება, რომ დამიენ კომოლი და კენი დალგლიში სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ნიუკასლის და მთლიანად პრემიერლიგის წლის აღმოჩენით – ენდი კეროლით… 22 წლის ფორვარდს ლივერპული ხელფასის გასსამმაგებას, ანუ 90000 ფუნტს სთავაზობს, ნიუკასლს კი 30 მილიონს მის სანაცვლოდ. კეროლს მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და მათ შორის ლივერპულთანაც. მთლიანობაში კი ინგლისელი ახალგაზრდა პრემერლიგის ბომბარდირთა რეიტინგში მესამე ადგილზეა ბერბატოვისა და ტევესის შემდეგ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts