Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ტორესი გარბის, გარბის, გარბის, მაგრამ…


Recommended Posts

http://a.pix.ge/z/vrwp2.jpg

 

იმ შემთხვევაში, თუ ჩელსი 50 მილიონი ფუნტის გადახდას დათანხმდება ლივერპული ფერნანდო ტორესს დათმობს და ჩვენც დღეს საღამოს ესპანელ ვარსკვლავს ინგლისის ჩემპიონთა შორის ვიხილავთ.

 

ჯერი რომან აბრამოვიჩზეა. არის კიდევ ერთი ვარიანტი: ჩელსის შეუძლია 42 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და ზედ ნიკოლა ანელკა მიაყოლოს.

 

ამბობენ, თუ ტორესი ჩელსიში გადავა “ენფილ როუდზე” მაინცდამაინც არავინ გამოეტირება. The Daily Mail-მა ამის თაობაზე ერთ-ერთ ლივერპულელ ფეხბურთელს ჰკითხა და საინტერესო პასუხი მიიღო:

 

“ჩვენს გუნდში მისი ოსტატობით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ სიყვარულით ის არასდროს ჰყვარებიათ”.

 

რასაკვირველია, ამ სიტყვების ავტორს გაზეთი არ ასახელებს. და რა პოზიცია უჭირავს მერსისაიდელთა მწვრთნელ კენი დალგლიშს? როგორც ამბობენ, მას კლუბის ამერიკელ მეპატრონესთან ჯონ ჰენრისთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს. ორივე ამბობს, რომ გუნდში უკმაყოფილო ფეხბურთელის ყოლას დიდი ფულის შოვნა სჯობს.

 

ამასთანავე ტორესისგან აღებული თანხით წითლებს ორი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის, 25 წლის ასტონ ვილას კაპიტნის ეშლი იაგისა და მიმდინარე წლის აღმოჩენის, 22 წლის ნიუკასლელი ენდი ქეროლის შეძენა შეუძლიათ.

 

ლივერპულიდან გაქცევის საშუალებას ტორესს კონტრაქტის ის მუხლი აძლევს, რომელშიც წერია, რომ თუკი ის 50 მილიონს “შემოიტანს” შეუძლია სადაც უნდა იქ გადავიდეს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ ტრანსფერთა შორის სარეკორდო 2008 წელს რეალიდან მანჩესტერ სიტიში რობინიოს გადაყვანა იყო. ბრაზილიელი ისტლენდელებს 32,5 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

 

ამბობენ, რომ როდესაც დაინახეს როგორ უნდოდა ტორესს ჩელსიში გადასვლა, ლივერპულში გაკვირვებისგან ყველამ პირი დააღო. არადა, “წითლები” “აიაქსიდან” 23 მილიონ ფუნტად ურუგვაელ ლუის სუარესს ყიდულობენ და იმედივნებდნენ, რომ მას “ელ ნინიოსთან” წყვილში ათამაშებდნენ. ცნობისათვის: სუარესმა “ენფილდზე” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა – პასუხი დადებითია.

 

ტორესს ლივერპულში თვალსაჩინო კარიერა ჰქონდა, პრემიერლიგის 91 შეხვედრაში 65 გოლი შეაგდო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ მერსისაიდელებს თავიდან ტორესის სანაცვლოდ 38 მილიონი ფუნტი და ახალგაზრდა თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სატრანსფერო ფანჯარა დღეს საღამოს, ინგლისის დროით 23 საათზე იხურება.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...