Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დალგლიშმა ტრანსფერებზე ისაუბრა!


Recommended Posts

http://www.bbc.co.uk/blogs/chrisbevan/Dalglish_TORRESblogPIC_bett.jpg

 

კენი დალგლიშმა ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია გამართა…

 

ჟურნალისტებისთვის ნომერ პირველი შეკითხვა რასაკვირველია არა მომავალ მატჩს, არამედ სუარესის და ტორესის სატრანსფერო მდგომარეობას ეხებოდა…

 

“სუარესთან ჯერ ოფიციალურად არაა გაფორმებული კონტრაქტი და ამიტომ მასთან დაკავშირებით ბევრს არ ვისაუბრებ. ყველაფერი მოგვარებულია, უბრალოდ ამის ქაღალდზე გამორმებაღა დარჩა, რაც უბრალო ფორმალობაა…” – განაცხადა კენიმ

 

“ჩემი აზრით ლუისი ტოპ ფეხბურთელია, ფანტასტიური თავდამსხმელი, რომელსაც უამრავი გოლი გააქვს. მას ნამდვილი ლიდერის თვისებები აქვს, რაზეც ის მეტყველებს რომ სუარესი აიაქსის კაპიტანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ძალიან იშვიათია ფორვარდის კაპიტნობა… ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს”

 

“იმედი მაქვს იგი ისე ითამაშებს ლივერპულში როგორც ამას აკეთებდა აიაქსში და არაერთ გოლს გაიტანს ჩვენი მაისურით.”

 

დალგლიშის განცხადებით კლუბს არაფერი აქვს სათქმელი ფერნანდო ტორესთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაცა უკვე გამოქვეყნდა გუშინ ოფიციალურ საიტზე:

 

“გულშემატკივარს ძალიან აინტერესებს ეს თემა, მაგრამ ჩემი აზრით ფანები რეალურ სიახლეებს უფრო იმსახურებენ ვიდრე გაურკვეველ ინფორმაციებს. ამ დროისთვის კი ამ თემაზე არაფერი სიახლე არ არის…”

 

მიუხედავად იმისა, რომ კენიმ კონკრეტულად ტორესზე არ გააკეთა განცხადება, მისი ზოგადი საუბარი საკმაოდ დამაფიქრებელი იყო:

 

“ტრანსფერები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მე არ ვიქნებოდი ლივერპულში სელტიკიდან რომ არ გადმოვსულიყავი და კევინ კიგანს რომ არ დაეტოვებინა ლივერპული. ისტორიის განმავლობაში უამრავი ტრანსფერი განხორციელებულა, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, რომ კლუბი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი და მითუმეტეს მისი ტრანსფერი.”

 

“87 წელს მე იან რაში გავყიდე იტალიაში. ამისდამიუხედავად ჩვენ მაინც უძლიერესი გუნდი ვიყავით იმ წელს. რაში კი 1 სეზონის შემდეგ დაგვიბრუნდა. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. მთავარია გუნდში ყოველთვის იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ნამდვილად სურთ ამ გუნდის მაისურით თამაში…”

 

დალგლიშმა მოუწოდა გულშემატკვიარს, რომ ტორესის თემას ნუ გადააყოლებენ სუარესის ტრანსფერს.

 

“სუარესს ნამდვილად დიდი მხარდაჭერა ეკუთვნის მერსესაიდში გადმოსვლის გამო, ისევე როგორც კლუბის მფლობელებს, რომელთაც შეძლეს ამ ტრანსფერის განხორციელება. სუარესი დიდი ხანია ჩვენს რადარზეა და დარწმუნებული ვარ იგი ძალიან ბევრ გულშემატკივარს გაახარებს მომავალში. ამიტომ მისი ტრანსფერი სხვა თემებმა არ უნდა დაჩრდილოს.”

 

“მფლობელებს ნამდვილად სურთ კლუბის წარმატება და ყველაფერს აკეთებდნენ სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩვენს დასახმარებლად. ფაქტი სახეზეა – დღეს ლუის სუარესი ჩვენი ფეხბურთელია…”

 

კენიმ ამავდროულად დაადასტურა, რომ პოლ კონჩესკი იჯარით ნოტენგემში, ხოლო დანიელ აიალა ასევე იჯარით დერბიში გადავიდა.

 

ა: “ა, ს. ი. ა, ს, ა…”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...