Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “თავისუფალი დემოკრატები” ახალი საპარლამენტო ინიციატივით გამოდიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/alasania-150x150.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ახალი საპარლამენტო ინიციატივა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ დაცვას შეეხება.

 

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს, საქართველოში ვეტერანებისადმი მიდგომა მკვეთრად ნეგატიურია.

 

“გვინდა, ვეტერანებისადმი დღეს არსებული მიდგომა შევცვალოთ და ხელისუფლებას ვთავაზობთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, ვეტერანები სათანადოდ იქნებიან დაფასებულნი,” – განაცხადა ალასანიამ.

 

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებულ პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების სახელმწიფო პენსია უნდა გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს – 150 ლარს. ასევე, მარჩენალ -დაკარგული ოჯახებისთვის, თითოეულ დაკარგულ შვილზე დახმარება უნდა იყოს – 150 ლარის ოდენობით. თითოეული ვეტერანის კომპენსაცია, კი უნდა გაიზარდოს თვეში 22 ლარიდან 35 ლარამდე.

 

“ამ ეტაპზე, სამედიცინო დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფის უპერსპექტივობის გათვალისწინებით, ვეტერანების ჰოსპიტალის დაფინანსება უნდა გაიზარდოს 1,5 მილიონ ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს 5-7 ათას ვეტერანს მიიღოს რეალური სამედიცინო მომსახურება. ასევე, სახელმწიფომ სრულიად უნდა დაფაროს ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალ-დაკარგული ოჯახის წევრთა შვილების ბაგა-ბაღების საფასური და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება – 50%-ით ბაკალავრიატის, 30%-ით მაგისტრატურის. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ვეტერანების ოჯახის წევრთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მისივე განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ვეტერანები და მარჩენალ – დაკარგული ოჯახის წევრები პენსიას მიიღებენ საბიუჯეტო სფეროში დასაქმების შემთხვევაშიც.

 

“თუ ყველა ეს ინიციატივა დაკმაყოფილდება, ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით 10 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო,“ – აღნიშნა ალასანიამ.

 

აღნიშნული ინიციატივით, “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში უახლოეს მომავალში შევლენ. ისინი, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...