Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს


Recommended Posts

ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა, ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის ნოტარიატის მიღწევები გააცნეს.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო არქივი, ტალინის სანოტარო ბიუროები, ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ინფოსისტემა და რეგისტრაციის ცენტრი მოინახულეს.

 

ვიზიტის მიზანი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, კერძოდ, სანოტარო საქმისწარმოებაში დანერგილი სიახლეების გაცნობა იყო.

 

ესტონეთშიც, საქართველოს მსგავსად, სანოტარო საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ამ კუთხით, ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა ერთმანეთს ბევრი ისეთი სიახლე გააცნეს, რისი დანერგვაც ელექტრონულ სანოტარო საქმისწარმოებას, უფრო ეფექტურს გახდის. ამასთან, ესტონელი ნოტარიუსებისთვის ნოვაცია აღმოჩნდა სანოტარო მოქმედების პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ინტერნეტის) მეშვეობით შესრულების პრაქტიკა, რაც საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან დაინერგა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...