Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დაიწყო ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი


Recommended Posts

დღეიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრმა ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორთვიანი სალექციო კურსი დაიწყო. სალექციო კურსი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის განხრით ჩატარდება.

 

ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ადვოკატებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კუთხით, თექვსმეტი სალექციო კურსი ჩაუტარდებათ, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული.

 

მათივე განცხადებით, 2010 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში ორთვიანი სალექციო კურსი, 205 ადვოკატმა გაიარა. ლექციების მიმდინარეობისას ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ნოვაციებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ტარდება.

 

მათი განცხადებით, მომავალში საქართველოს მასშტაბით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სემინარების ჩატარება იგეგმება. სალექციო თემატიკა შეირჩევა ადვოკატთა მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...