planetanews Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/aldagi-bci-logo-150x150.pngალდაგი ბისიაი აგროდაზღვევის მიმართულებით გააქტიურდებასადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი აგროდაზღვევის სფეროში ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე 1 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, 13:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2011 წლის 1 კვარტალში ალდაგი ბისიაი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინიდის და სხვა კულტურების დაზღვევა.სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი კომპანიაა, რომელმაც 2010 წელს პირველი აგროდაზღვევის პოლისი გასცა. პრესკონფერენციაზე მენეჯმენტი აგროდაზღვევის გასული წლის შედეგებსაც შეაჯამებს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი საკმაოდ რისკიანია, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ მიზნით, ჩვენ მოწვეული გვყავდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სოფლის მეურნეობის კუთხით სადაზღვევო ინდუსტრიას ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ. საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შედეგად ნოემბერის თვიდან რამოდენიმე ფერმერთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ ხორბლის მოსავალი დავუზღვიევთ. უკვე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების დაზღვევაზე, როგორიცაა სიმინიდის, ბოსტნეულის, ასევევ შინაური ცხოველების დაზღვევა, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას.“ – აცხადებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიას გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.– სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები მსოფლიოში ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან, რომლებიც აგროდაზღვევის სფეროში წარმოქმნილი რისკიდ გადაზღვევას გააკეთებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts