Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ყველა პირველკლასელს საქართველოში წარმოებული ნეტბუკი ექნება


Recommended Posts

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპიუტერულ კომპანია „ალგორითმს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ალგორითმი 2011 წლის ივნისისთვის უზრუნველყოფს საქართველოში კომპიუტერების ქარხნის აშენებას. ახალი კომპიუტერული ქარხანა ნეტბუკებს გამოუშვებს, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივით, წელს ყველა პირველკლასელს უსასყიდლოდ გადაეცემა.

 

ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი კომპიუტერული ფირმის ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიც დაესწრო. ინტელი პროექტის „კომპიუტერი პირველკლასელებისთვის“ მთავარი მხარდამჭერია.

 

მოსწავლეებისთვის ნეტბუკის გადაცემა, მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.

 

ნეტბუკს დამხამრე ხასიათი ექნება და მოსწავლეები, მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად, გამოიყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. კომპიუტერში გათვალისწინებულია ბავშვის ფსიქოლოგია და მისი უნარ-ჩვევები, რომელსაც ნეტბუკი მოსწავლეს კიდევ უფრო უვითარებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...