Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპულის” ღალატი, თუ უცნობი მიზეზები


Recommended Posts

http://a.pix.ge/x/kvzq9.jpgმინდა, შემოგთავაზოთ ჩემ მიერ დაწერილი ვრცელი პოსტი, რომლის განვითარებაშიც როლი ითამაშეს “ლივერპულელმა” სკაუზერებმა ფორუმების

 

” “ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფერნანდ ტორესმა კლუბიდან წასვლა მოითხოვა!” – “წითლების” ღალატი, თუ ამოუცნობი მიზეზები?  - ძალიან ბევრს აწუხებს ეს კითხვა და მინდა ინგლისელი სკაუზერების მოსაზრებებითა და დისკუსიებით დაგეხმაროთ თემის ობიექტურად გაანალიზებაში.

 

უპირველესი მიზეზი, რის გამოც ფერნანდოს წასვლა უნდა, ტიტულები სახელდება – ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი დანაშაული ესპანელის მხირდან. სწრედ ასე აფასებენ ნამდვილი სკაუზერი ფანები. როდესაც “წითლების” სისხლი გიდუღს, ტიტულების ცარიელი, მაგრამ “წითელი” სადგამი უნდა გერჩივნოს სხვა ფერის თასსაც, მითუმეტეს თუ ეს “ლურჯი” იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი “ლივერპულელი” ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლებს ტიტულამდე, თუნდაც შედეგი ვერა და ვერ მიიღოს, ვიდრე ამის გამო სხვა კლუბში გადავიდეს და თასებით დაიმშვიდოს გვერდი, მითუმეტეს, თუ ეს კლუბი “საძულველი მტერია”…

 

ფერნანდო ელ ნინიო ტორესი – სულ რამოდენიმე წელი – სულ რამოდენიმე წლამდე  - ცოტაც და ესპანელს მერსისაიდელების ლეგენდად შერაცხავენ, თუმცა მოულოდნელად საკმაოდ საოცარი რამ ხდება – მოთხოვნა კლუბის დატოვების შესახებ. რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია – ელ ნინიომ დამარხა მისი მოამვალი “ლივერპულში”, როგორც კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენა. მას მხოლოდ ისე მოიხსენიებენ, როგორც უბრალოდ კარგ ფეხბურთელს, რომელმაც უბრალოდ ბევრი გოლი გაიტანადა.

- ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი ის კვლავ დარჩება “ლივერპულში”. გიტანს გოლებს, სკაუზერები კი ისევ ბედნიერ ხმას გამსოცემენ, თუმცა ეს არ იქნება ბოლომდე ბედნიერების ნიშანი, მათ გულებში კვლავაც იქნება მწუხარების ნაპერწკალი.

 

რომც არ გითხრათ, ფორუმებზე ყველა სკაუზერი ერთხმად წერ, რომ მათი კლუბი განსაკუთრებული იყო, ალბათ ისედაც ყველა ამ პოსტის მკითხველიც მარტივად მიხვდება. “ლივერპული” არის ფეხბურთის კლუბიც და კიდევ სხვა რაღაც … რაღაც, რაც ძალიან დიდი და ძლიერია ამ კლუბის ნამდვილი ქომაგთათვის.  ”ნებისმიერ გუნდში შეიძლება თვალი დაიხუჭოს ანალოგიურ სიტუაციაზე, მაგრამ არა “ლივერპულში”. ჩვენთვის მთავარია ერთგულება, პატივისცემა და არა ის გოლები, რომლებიც უბრალოდ კარის ბადეებს არხევენ.” – ერთმანეთის მიყოლებით იწერებოდნენ ინგლისელი სკაუზერები…

 

იმედია ბევრი, ვინც ვერ ხვდებოდა აქამდე, თუ განა რა შეცდომა დაუშვა ამ პიროვნებამ ისეთი, რასაც ამდენი შრომისა და “თავდადების” მერე, რაც მან ლივერპულისთვის გააკეთა, მაინც ვერ ვაპატიებთ – მიხვდება, თუ რას ვაბრალებთ მას, და რაზე შეგვტკივა გული, რომ მთავარი ერთგულება და დაფასებაა.

 

ზემოთ დაწერილი თემა, ძირითადად ნამდვილი მერსისაიდელი სკაუზერების მოსაზრებების ანალოგიური ნააზრები იყო, რომელსაც ჩემი მოკრძალებული აზრებიც ჩავურთე. ახლა კი მინდა მეორე მნიშვნელოვან თემას შევეხო – ფერნანდო და დალგლიში.

 

როდესაც შოტლანდიელი მოვიდა კლუბში, მის ინტერვიუს ტორესის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. მეფე მუდამ მის ხსენებაში იყო, უდიდესი იმედები, წარმატებული მომავალი, ლეგენდად დაყენება და კიდევ უამრავი, რასაც მისდამი საუბრობდა. ერთი სიტყვით, კენი აღფრთოვანებული იყო მისით … ტორესის პროგრესი და მთლიანად გუნდის პროგრესი აშკარა გახდა, “ლივერპულში ახალი წარმატებული ერა იწყება, ფანების იმედით აღსავსე თვალები … მათი ახალი საოცნებო ტრანსფერი, სუარეზი კოპის რაინდი გახდა … რა ხდება ამ დროს? სათაყვანებელი, მომავალი ლეგენდა და იმედის მომტანი ელ ნინიო წერილობით მოითხოვს ამ ყველაფერზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ზურგის ქცევას და მტრის ბანაკში მიუწევს გული. არ არსებობს პლანეტაზე არანაირი მიზეზი, რის გამოც ამას კოპი აპატიებს. ეს უკვე გადაწყვეტილია!

ალბათ დედამიწაზე ყველაზე გულგატეხილი და იმედგაცრუებული ამ ამბით, სწორედ მეფე კენია, რომელიც ასეთ დიდ სიყვარულს აფრქვევდა მის მიმართ, სანაცვლოდ კი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზურგის ქცევა და მიტოვება მიიღო…

 

და გ, გაიყოფა ხალხის ნაწილი ორად, მაშინ ასე დალაგდება ყველაფერი:ს” ი …

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...