planetanews Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2000-2008 წლებში, საქართველოში ჯანდაცვის მთელი დანახარჯების 45-50% წამლებზე მოდიოდა. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, ამ დროისთვის შეუძლებელია ბოლო წლების დინამიკის შეფასება. უბრალო დაკვირვებით, ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაციის რამდენიმე დადებითი შედეგი უდავოდ თვალსაჩინოა: გაიზარდა დარეგისტრირებული წამლების რაოდენობა, ბაზარზე გაჩნდა ახალი აფთიაქები და ზოგიერთი წამალი საგრძნობლად გაიაფდა.ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2000-2008 წლებში, საქართველოში ჯანდაცვის მთელი დანახარჯების 45-50% წამლებზე მოდიოდა. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, ამ დროისთვის შეუძლებელია ბოლო წლების დინამიკის შეფასება. უბრალო დაკვირვებით, ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაციის რამდენიმე დადებითი შედეგი უდავოდ თვალსაჩინოა: გაიზარდა დარეგისტრირებული წამლების რაოდენობა, ბაზარზე გაჩნდა ახალი აფთიაქები და ზოგიერთი წამალი საგრძნობლად გაიაფდა.2009 წლის 10 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი შეიცვალა, საქართველო გახდა ევროკავშირის, OECD-ის წევრი ქვეყნების და ამერიკის ბაზრის ნაწილი: თუ წამალი დარეგისტრირებულია ამ მაღალი სანდოობის ქვეყნებში, მაშინ საქართველოს ბაზარზე აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე დაიშვება. პროცედურა გამარტივებულია: წამლის დასარეგისტრირებლად საჭიროა მხოლოდ 1 კვირა და 5 დოკუმენტი – მათ შორის, ინსტრუქციის ავტორიზებული თარგმანი ქართულ ენაზე და ორიგინალი, ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამის ბაზარზე დაშვების ვადა და ნიმუში. დოკუმენტების მოპოვება და მათი გადამოწმებაც ადვილია, რადგან უმეტესობა საჯარო წყაროდანაა ხელმისაწვდომი. აღიარებითი რეჟიმი ეხება ყველა წამალს, რომელიც მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან პირველად შემოდის საქართველოში.კანონის ცვლილებამდე, არსებობდა მხოლოდ ერთი – ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოითხოვდა სულ მცირე 8, ხშირად მიუწვდომელი დოკუმენტის – მათ შორის, წამლის ხარისხის სერტიფიკატის, კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის შედეგებისა და ექსპერტიზის მასალების, წამლის წარმოების მონაცემების შეგროვებას. ამ დოკუმენტების შესწავლა და გადამოწმებაც რთული იყო. შესაბამისად, წამლის რეგისტრაციამდე დიდი დრო – 6 თვე გადიოდა.რეჟიმის კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ დილერს შეეძლო საქართველოს ბაზარზე წამლის შემოტანა. ამასთან, ეროვნული რეჟიმით მოთხოვნილ დოკუმენტებზე ხელი მათ მიუწვდებოდათ. შედეგად, ბაზარი ძალიან ბევრი იმპორტიორისთვის იკეტებოდა, რაც ამცირებდა არჩევანს და შესაბამისად, კონკურენციას ბაზარზე. წამლის ფასი მაღალი იყო.ეროვნული რეჟიმი კანონში ცვლილებების შემდეგაც დარჩა. ოღონდ იმ წამლებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის, OECD-ის წევრი ქვეყნების ან ამერიკის ბაზრებიდან არ შემოდის. ეროვნული და აღიარებითი რეჟიმის გარდა, მოქმედებს მესამე – შეტყობინებითი რეჟიმი. ეს იმ წამლებს ეხება, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ერთხელ უკვე დარეგისტრირდა, თუმცა ხელმეორედ შემოტანისას შეიცვალა მათი გარეგანი შეფუთვა. ფორმა და შემადგენლობა კი – იგივე დარჩა.სწორედ შეტყობინებითი რეჟიმის დროს ექმნებათ იმპორტიორებს პრობლემა. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი ამბობს, რომ „საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანა არ საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას”. ეს დებულება იმპორტიორებსა და წამლის სააგენტოს სხვადასხვანაირად ესმით.იმპორტიორები ამბობენ, რომ წამალი არ იცვლება არა მხოლოდ შეფუთვა-მარკირების, არამედ მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილების შემთხვევაშიც – თუკი ქართულად თარგმნილ და ოფიციალურად დამტკიცებულ ინსტრუქციაში მითითებულია წამლის ზუსტად იგივე შემადგენლობა და დოზირება, რაც უკვე დარეგისტრირებულის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი ერთ-ერთი მათგანია, რაც იმპორტიორს ასეთი წამლის ხელახალი რეგისტრაციისთვის მოეთხოვება.წამლის სააგენტო ამ ინტერპრეტაციას არ იზიარებს. სააგენტოს რეგისტრაციის სამმართველოს თანამშრომელი თამთა ჯანჯღავა ამბობს, რომ კანონის თანახმად, შეტყობინებითი რეჟიმი ეს არის „შეფუთვა-მარკირების დამატება უკვე რეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე”. სააგენტოსთვის მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილება წამლის შემადგენლობის ცვლილებასთან ასოცირდება.კანონში მართლაც არ არის ნახსენები, რომ მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილება ავტომატურად არ იწვევს წამლის ცვლილებასაც. მეტიც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება ამბობს, რომ „აკრძალულია უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენება სხვა, მსგავსი ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. „მსგავსი” ფარმაცევტული პროდუქტი არ გულისხმობს ერთი და იგივე ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებულ შეფუთვა-მარკირებას, რომლის დაშვებაც საქართველოს ბაზარზე ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეტყობინების რეჟიმის საფუძველზე”.ამ პუნქტში ხაზი გაესვა მხოლოდ განსხვავებულ შეფუთვა-მარკირებას. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს წამლის სააგენტოს მოტივაციას შეტყობინების საფუძველზე არ დაარეგისტრიროს წამალი, რომლის შეფუთვა-მარკირებასთან ერთად, შეცვლილია მწარმოებელი ან წარმოების ადგილიც. მთავრობა ცვლილებებზე მუშაობს, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.მეორე მხრივ, სხვადასხვა ბაზრისთვის ერთი და იგივე წამალი სხვადასხვა შეფუთვით იწარმოება. წამლის სააგენტო კი – ამ მედიკამენტებს სხვადასხვა წამლად აღიქვამს და მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აღარ არეგისტრირებს. ეს იმპორტიორისთვის ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას ზღუდავს, მას ერთ ბაზარზე დამოკიდებულს ხდის – რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ფასზე აისახება. ამ ცვლილების გარეშე, შეტყობინების რეჟიმი საერთოდ აზრს კარგავს. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts