lasha_alo Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 "დიახ, კვლავ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ!" ჟურნალისტი ლალი მოროშკინა კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ეს ამბავი და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას მრავალ სიურპრიზს უმზადებს. - ახალ წელს საშინაო ფორმაში, ხალათსა და ჩუსტებში შევხვდი. რატომღაც ძალიან მომენატრა ოჯახური სიტუაცია და "ჩუსტიკებით" ფრატუნი. მივხვდი, ბოლო ხანს სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება შვილებისთვის და ოჯახისთვის. ამიტომაც უქმე დღეები მათ დავუთმე. არ გეგონოთ, რომ მთელი დღე გაზქურასთან ვიდექი. საახალწლო კერძები, როგორც ყოველთვის, დედაჩემმა მოამზადა. მე კი შვილებთან ერთად ვერთობოდი და ვცდილობდით, ჩვენი სიმყუდროვე არავის დაერღვია. სხვათა შორის, ასტროლოგიური რჩევაც გავითვალისწინე და ახალი წლის ღამეს, პირველის წუთებზე ჩვენი ფისო შინ მეკვლედ შემოვუშვით. შარშან თბილისის ზღვაზე შევხვდი ახალ წელს. გრანდიოზული საახალწლო პროექტი მოვამზადე. წელს, პირველ იანვარს, რეალური შოუ "კოდის" ფინალი იყო და ახალი წლის ღონისძიებისთვის ვეღარ მოვიცალე. - "კოდში" გაიმარჯვეთ კიდეც... - დიახ და 20 ათასი ლარიც მოვიგე. 20 ათასი ლარი მოიგო ჩემმა მეწყვილე ნიკა ჩაჩიბაიამ (ექიმი-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ნ.მ.). მე და ნიკა გუნდური პრინციპებით ვმოქმედებდით, დავალებების შესრულებისას ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს ვიყენებდით და ამიტომაც გავიმარჯვეთ. - რისთვის უნდა დახარჯოთ ეს თანხა?- დიდი ხანია მინდოდა ც კლასის "მერსედესი", ამიტომ მოგებულს ცოტა კიდევ დავამატე და ვიყიდე. ახლა შავი ფერის ახალი "მერსედესი" მყავს. - აჭარის მაღალმთიან რაიონში, საკმაოდ ველურ პირობებში მოგიწიათ თვეზე მეტის გატარებამ. არ გაგიჭირდათ?- თბილისში გაცილებით ველურ პირობებში მიწევს ცხოვრება! ის პირობები, როგორშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს, გაცილებით ველური და აუტანელია, ვიდრე მაღალმთიან აჭარაში მწვანე მინდორზე სირბილი და მინიშნებების მოძიება. საკმაოდ სპორტული ვარ და არაფერი გამჭირვებია, რასაც ახალბედა მონაწილეებზე ვერ ვიტყვი. ეს ერთი თვე კარგად დავისვენე. საფიქრალი მხოლოდ ის მქონდა, რომ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში მიმერბინა და რაღაც მეპოვა. ჩვეულებრივ ყოფაში კი გადარჩენაზე ვფიქრობ. - თქვენზე ამბობენ, რომ "კოდის" ჩაწერის პერიოდში სექსუალური კავშირი გქონდათ ამავე პროექტის მონაწილე მსახიობ გია ცინაძესთან. - ეს მორიგი ჭორია, ასეთებს მიჩვეული ვარ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მახარებს კიდეც. ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას "დავეკარგე" და რაღაც ხომ უნდა ეთქვათ? გამოდის, რომ საზოგადოებას ისე ვუყვარვარ, ერთი თვეც ვერ აიტანეს უჩემობა. მე, როგორც პიარტექნოლოგმა, ვიცი, რომ რაც იწერება, ნეკროლოგის გარდა, ყველაფერი კარგია. - ყველა ჭორში ურევია სიმართლის მარცვალი. თქვენ და გიას ფლირტიც არ გქონიათ? - გია ჩემი მეგობარია და პირობა დავდეთ, ვინც პირველი დაოჯახდება, მეორე მისი მეჯვარე იქნება. უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამგვარი რამ ნიკა ჩაჩიბაიაზე ეთქვათ, რადგან ერთად გვიწევდა ღამის გატარება. რას იზამ, ხალხმა პოპულარულ ადამიანთან დამაკავშირა, რადგან ჭორი გაცილებით საინტერესო გამოვიდოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობდი, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე. ნუკი კოშკელიშვილზე ვამბობ, ჩემი შვილია-მეთქი, რადგან დიდ მსგავსებას ვხედავ მის და ჩემს ხასიათში. - "კოდის" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სასტუმროს ნომერში პირსახოცშემოხვეული რომ სვამდით შამპანურს, შიშველი მკერდი გამოგიჩნდათ, რამაც საზოგადოება გააღიზიანა...- ეს ინსცენირება იყო, სინამდვილეში მკერდი არ გამომჩენია. როგორც პიარტექნოლოგი, გეტყვით, რომ მე და გია ცინაძემ ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რა დაამახსოვრდებოდა ხალხს ამ პროექტიდან. ჰოდა, დავდგით შოუ, რათა საზოგადოება გაგვერთო. როდესაც ასეთ პროექტში მონაწილეობ, მსახიობობაც უნდა შეძლო. გამოგვივიდა კიდეც, რადგან "კოდის" ეს სერია, სადაც "შიშველი" ვიყავი, ყველაზე რეიტინგული იყო. რომ არა ეს ეპიზოდი, "კოდი" მაყურებელს დიდხანს არ დაამახსოვრდებოდა. საზოგადოებაზე ყოველთვის უნდა მოახდინო გავლენა. საზოგადოება მხოლოდ ცუდს იმახსოვრებს, სალაპარაკო რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, ჩემი წიგნი იმიტომ გაიყიდა დიდი ტირაჟით, რომ სურდათ, ეროტიკული სცენები და ათასი სიბინძურე ამოეკითხათ. საბოლოოდ სახტად დარჩნენ, რადგან მსგავსი ვერაფერი ნახეს. დიდი მადლობა საზოგადოებას, ზუსტად ისე რომ აღიქვეს და გაიგეს ჩემი წიგნი, როგორც გადმოვეცი! სკანდალური სათაური და პიარი დადებითად მოქმედებს, ჩემო კარგებო! სააკაშვილს წელზემოთ შიშველს რომ არ ეთქვა, ბათუმში გაცილებით თბილი და კარგი კლიმატია, ვიდრე მონტე-კარლოშიო, არავინ მიაქცევდა მის სიტყვებს ყურადღებას. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ვიქნები ისეთ ფორმაში, როგორშიც ახლა ვარ და საზოგადოებას ვანერვიულებ, მხოლოდ ასე შეიძლება ამ ხალხის გამოფხიზლება. თუმცა ქართველ საზოგადოებას ვურჩევ, რასაც ხედავს, იმას პირდაპირ ნუ აღიქვამს, უმჯობესია, ქვეტექსტებს ჩაუღრმავდნენ. - ისიც ფაქტია, რომ ქართველ საზოგადოებას უჭირს უზნეობასთან შეგუება, სიშიშვლის, სექსის მოურიდებლად ჩვენება...- ეს საზოგადოების პრობლემაა. დიახ, 40 წლის ვარ! დიახ, კარგ ფორმაში ვარ! დიახ, კვლავ ვანერვიულებ საზოგადოებას, კიდევ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ, პატივისცემით - ლალი მოროშკინა. - ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, ლალი მოროშკინასავით ვერ ჩავიცვამო.- თიკო ჩემს ხელშია გაზრდილი და ძალიან მიყვარს. ესეც პიარის ელემენტია და თიკოსთვის ყველაფერი შეიძლება. ასეთ "კომპლიმენტს" უცხო ადამიანისგანაც მივიღებ, თუმცა ჩაცმულობასა და სტილზე ჩემი თვალსაზრისი მაქვს და გემოვნებაზე არ დაობენ. რას ფიქრობთ ამ ქალბატონზე ? :018: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/31408-qdiakh-kvlav-davtser-skandalur-tsigns-da-thqvens-kharjze-gavmdidrdebi-dzvirfaso-sazogadoebavq.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.