planetanews Posted January 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2011 http://www.picz.ge/img/s2/1101/30/7/742f9ace0237.jpgსკაუზერებს საკმაოდ ვრცელი სასაუბრო თემა გაუჩნდათ. ჯერ იყო და ტორესმა ბევრ მერსისაიდელს დასწყვიტა გული და საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა შემდეგ კი წითლებმა მეგა ტრანსფერი განახორციელეს. და ლუის სუარესი შეიძინეს. სუარესის ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდა “ნანდოს” თემა კი კვლავ აქტუალურია. წადი ტორეს ფეხბურთელი არის პროფესია, რომელსაც არამარტო მისი პროფესიონალიზმი არამედ მისი გუნდი და იქაური პირობები ეხმარება წარმატების მიღწევაში. ტორესმა კი ამჟამინდელი კლუბის გამოცვლა და სხვა გუნდში წასვლა ისურვა. ტორესის გუშინდელი განცხადება ნამდვილი კოშმარი იყო, რომელიც სიზმრისგან განახვავებით რეალური და არაწამიერი იყო. ნანდომ, რომელიც ყველა სკაუზერის გულში სიყვარულის ცეცხლს აღვივებდა ლივერპულის დატოვება ისურვა. მეორე კოშმარი ის არის, რომ ტორესმა ლივერპულის დაუძინებელ მტრად ქცეულ ჩელსიში ისურვა კარიერის გაგრძელება. კოპის დიდმა ნაწილმა ამას ვერ გაუძლო და ფეხბურთელს ენფილდიდან გასასვლელი კარი გაუღო. ფანები ივიწყებენ ელ ნინოს ყველა დამსახურებას ლივერპულისადმი და ტორესის გუნდიდან დაუყოვნებლივ წასვლას ითხოვენ. ალბათ ყველა გულშემატკივარს ესმის მერსისაიდელთა გულშემატკივრების რადგან მათ ეს განცხადება მახვილივით ეცათ გულზე. აღსანიშნავია, რომ ტორესში არისტოკრატები 50 მლნ. იხდიან, რაც ლივერპულს სხვა პოზიციებზე არსებული პრობლემის მოგვარებაში მოხმარდება. გუნდის ისტორია არ გვაძლევს უფლებას კლუბში ის ფეხბურთელი გავაჩეროთ, რომელსაც გუნდის გასაჭირი არ ადარდებს და წარმატება არ უხარია. ნათქვამია ჩაძირულ გემს ვირთხები ტოვებენო, ელ ნინომ კი ვირთხებზე უარესად მოიქცა და გადასარჩენად მებრძოლი წითელი გემის დატოვება გადაწყვიტა. გთავაზობთ რჩეულ კომენტარებს ფორუმიდან. *ამის თამაშს აწი აზრი აღარ ექნება, რადგან იმ სიტყვებს ვერასოდეს დავივიწყებ მე და ბევრი ლივერპულის ფაბი *ჩელსიში წასვლა რომ არ მოენდომებიანა ვიფიქრებდი, რომ გუნდს ეხმარება. *გუნდში ახალი ერა იწყება ამან კიდევ ამ დროს გვიღალატა. *კარგია, რო მიდის ბოლო დროს მაინც არ გამოსდიოდა ჩვეული ფინტები. *ბოლო დროს მოედანზე თამაშის ნაცვლად სხვა რამით იყო დაკავებული. დარჩი ნანდო ეს ფეხბურთელი ლივერპულში 4 წელია თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან იმდენი მოახერხა, რომ ლივერპულის ლეგენდად იქცა. ამ ფეხბურთელმა ლივერპულს უამრავი სიხარული აჩუქა და ბევრი გულშემატკივრის გულში თვით სტივი ჯიც შეცვალა. უსამართლოა ამ ფეხბურთელს მოღალატე უწოდო როდესაც მეგა შემოთავაზებებზე და უდიდეს ხელფასზე თქვა უარი. ამასთან ერთად ტორესის დახმარებით გუნდმა უდიდესი შემოსავალი მიიღო ფეხბურთელის მაისური პრემიერლიგაში ყველაზე გაყიდვადი იყო. სწორედ ამ ფეხბურთელის დამსახურებაა, რომ ლივერპულის გულშემატკივართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ერთი წუთით დაბრუნდით ახალო წარსულში და წარმოიდგინეთ ტორესის ნაცვლად ნგოგი ან სხვა ფეხბურთელი, რომ ყოფილიყო, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. ტორესისადმი სიყვარული სიძულვილმა იმ განცხადებამ გადაგიზარდათ, რომელიც ნანდომ გუშინ გააკეთა თქვენ დაგავიწყდათ ყველა ის დამსახურება, რომელიც ტორესს ლივერპულის მიმართ მიუძრვის და მისი ძაგება დაიწყეთ. ტორესს ეს სიტყვები იმ უიმედობამ ათქმევინა, რომელიც ლივერპულმა ბოლო ორ სეზონში აჩვენა. გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს და დიდი შანსია მომავალ სეზონსაც ვერ იასპარეზოს. ფერნანდოს კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოგების შემდეგ სურს ჩემპიონთა ლიგის დასიც აღმართოს მაღლა, სწორედ ამან აცდუნა ის და კარიერის გაგრძელება ბოლო დროს ბევრად წარმატებულ გუნდში გადაწყვიტა. ამ ცხოვრებაში უშეცდომო არავინაა და ვალდებული ვართ ტორესს ლივერპულისადმი დაშვებული ერთადერთი შეცდომა ვაპატიოთ და ისე ვუგულშემატკივროტ, რომ ცუდი აზრები თავიდან ამოუვარდეს. გთავაზობთ რჩეულ კომენტარებს ფორუმიდან. *ამ ფეხბურთელს ცუდად ვერ მოვიხსენიებ გინდ მთელი ლივერპული აძაგოს. *ცუდია, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია. *ელ ნინო სუარესის შემდეგ ამას არ იტყვის. *ამის გარეშე სუარესი არაფერი იქნება. *გამიჭირდება ლივერპულის ნახვა ტორესის გარეშე. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts