Jump to content
Planeta.Ge

1990წ პუტჩის დასრულების მეორე დღე


Recommended Posts

ფაქტია რომ ვერ ჩამოაყალიბა და რამ შეუშალა ხელი, ეს ძნელი გასაანაიზებელია.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კარგი აპარატჩიკი იყო, მაგრამ აპარატის შექმნის მექანიზმების არამცოდნე.

 

გიორგი რესპუბლიკებში აპარატის შექმნა მაინც ცენტრიდან კონტროლდებოდა და ცკ მეორე მდივნის რუსული წარმოშვება ამისი ნათელი დადასტურებაა(მგონი ჩვენთან კოლბინი თუ რა გვარი იყო)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კი უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს სსრკ დაშლაში.

საქართველოში სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ანტიკომუნისტური და ეროვნული მოძრაობა ყოველთის ერთი თავით მაღლა იყო ვიდრე სხვა რესპუბლიკებში.

როდესაც საქართველოში პროტესტები პიკს აღწევდა,მაშინ სხვა რესპუბლიკებში და არა მარტო სსსრკ, არამედ მთელ პოსკომუნისტურ სივრცეს კომუნიტური სიზმრები ესიზმრებოდა.

ხოდა მაგიტომაც დაგვახურეს თავზე ყველაფერი

 

აი ზუსტად მაგიტომაც ვამბობ, რომ

 

 

რა შუაშია საბჭოთა კავშირის დაშლა?!

 

საქართველო იყო ერთადერთი რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობაში, სადაც ეროვნულმა მოძრაობამ მთლიანად აიღო ძალაუბფლება ხელში და დაამთავრა კომუნისტური მმართველობა ყველა სფეროში (თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკმაოდ მცირე ხნით). აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკაში არანაირი ხელისუფლების ცვლა არ მომხდარა, უბრალოდ სსრკ დაიშალა და ეგ იყო.

 

ბალტიისპირეთი არ იგულისხმება,რასაკვირველია, იქ ყველაფერი წინასწარ გარკვეული და გადაწყვეტილი იყო.

 

ამიტომაც აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლება ერთნაირად მიუღებელი ყველასთვის, რუსეთშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც. იმიტომ, რომ იყო, ასე ვთქვათ, წინასწარი შეთანხმება: სსრკ-ს დაშლა+ბალტიისპირეთის თავისუფლება და მორჩა. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა არანაირად არ იყო იმ ეტაპზე განსაზღვრული. ამან გამოიწვია სწორედ ეს გააფთრება ყველა მხრიდან.

 

 

ეს რაც შეეხება საქართველოს გარეთ. შიგნით კიდევ ერთადერთი საქართველოში დარჩნენ პარტ-ფუნქციონერები თამაშგარეთ, თან უზარმაზარი ქონებითა და გავლენით, რასაც ისინი არაფრით დათმობდნენ და მაგიტომაც უკან არ დაუხევიათ არაფერზე სამოქალაქო ომის ჩათვლით.

 

სხვა რესპუბლიკებში, სულ ყველგან, როგორც ერთი დარჩნენ იგივე პრეზიდენტები და ხელისუფლებები, რაც ცკ-ს მდოვნები და უმაღლესი საბჭოები ჰქონდათ.

 

ერთადერთი გამონაკლისის მსგავსი იყო ელჩიბეის დროინდელი აზერბაიჯანი და შედეგები იქაც ანალოგიური იყო.

 

თუმცა ალბათ ეხლა ვიღაცა იმასაც იტყვის, რომ ეროვნული ძალების გამარჯვება სპეციალურად დაუშვეს კომუნისტებმაო, ეს მათი გეგმა იყოო, არაერთხელ გამიგია ეს. და რას იზამდნენ რო? რა შეეძლოთ, როგორ გაუწევდნენ კონკურენციას იმდროინდელ ეროვნულ მოძრაობას, რომელმაც ფაქტიურად 2-3 წელიწადში დაამთავრა კომუნისტების 70 წლიანი დიქტატურა საქართველოში? რაც შეძლეს, კი ვნახეთ, მარტო ომი და სისხლისღვრა.

 

 

აი ეს იყო ეროვნული ძალების მთავარი მონაპოვარი: საქართველოში კომუნისტური მმართველობის დასასრული და არა სსრკ-ს დაშლა და თავისუფლების "ფარატინა" ფურცელი.

ეგ ვვიცი ყველაფერი მე და ასე რომ ეჩქარებოდათ ძალაუფლების ხელში აღება იმიტომაც დავისაჯეთ

 

სწორად ასეთმა აქტივობამ განაპირობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკრაგვა, გაჭირვება და ზღვა სისხლი,

ნელ-ნელა ისედაც დაიშლებოდა საბჭოეთი და ჭკვიანურად რომ ვყოფილიყავით ამაზე უფრო სუვერენულებიც ვიქნებოდით და მდიდრებიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადისტებს რომ ხვრეტდნენ.. მიტინგების დროს რა ხდებოდა შემდეგ?/ ხალხი მატულობდა ქუჩაში თუ კლებულობდა? მომდევნო დღეებში?? აი თუნდაც დიდუბეში დახვრეტა ავიღოთ ... მაგის შემდეგ როგორ მოიქცა ხალხი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადისტებს რომ ხვრეტდნენ.. მიტინგების დროს რა ხდებოდა შემდეგ?/ ხალხი მატულობდა ქუჩაში თუ კლებულობდა? მომდევნო დღეებში?? აი თუნდაც დიდუბეში დახვრეტა ავიღოთ ... მაგის შემდეგ როგორ მოიქცა ხალხი

დუმილი.....

ზვიადისტები მხოლოდ, სხვა ძალები ხელს იბანდნენ .მათ არ ეკარებოდნენ....მაგრამ ეწყობოდა პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი დიდი მანიფესტაციები , რომლებიც აგრეთვე......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი რესპუბლიკებში აპარატის შექმნა მაინც ცენტრიდან კონტროლდებოდა და ცკ მეორე მდივნის რუსული წარმოშვება ამისი ნათელი დადასტურებაა(მგონი ჩვენთან კოლბინი თუ რა გვარი იყო)

 

ეს გასაგებია. მე უფრო სხვა მხვრივ მაინტერესებს ეს ამბე. რაც მოხდა იმის შემდეგ შევარდნაძემ ვერ შესძლო აპარატის ჩამოყალიბება. პრინციპში რაღაც საშინლად გაუგებარი სტრუქტურა იყო ეს და არა მთავრობა.

 

ისე კი უბრალოდ საინტერესოა რა მოხდებოდა რომ მაშინ ედიკას ეს აპარატი რომ ჩამოეყალიბებინა. ჩემი აზრით მინიმუმ დღეს არ მივიღებდით საკაშვილს და საქართველოსთვის ეს ნაკლებად საზიანო იქნებოდა.

 

შეხედე, რაც ეხება მიშას ვარდების გადატრიალების შედეგ მან, უფრო სწორედ ამერიკელებმა, განსაკუთრებით სორესმა ეს აპარატი შექმნა. ამიტომაც არიან დღემდე. თუ გინდ ვანო აიღე. ამ კაცს ვლასტი უკავია ფაქტიურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დუმილი.....

ზვიადისტები მხოლოდ, სხვა ძალები ხელს იბანდნენ .მათ არ ეკარებოდნენ....მაგრამ ეწყობოდა პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი დიდი მანიფესტაციები , რომლებიც აგრეთვე......

აუფ, რა მრავალნიშვნელოვანი ... წერტილი იყო, მწარედ დავფიქრდიი რააა :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დუმილი.....

ზვიადისტები მხოლოდ, სხვა ძალები ხელს იბანდნენ .მათ არ ეკარებოდნენ....მაგრამ ეწყობოდა პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი დიდი მანიფესტაციები , რომლებიც აგრეთვე......

ანუ დახვრეტის შემდეგ ხალხი აღარ გადიოდა გარეთ? ანუ ეშინოდათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ დახვრეტის შემდეგ ხალხი აღარ გადიოდა გარეთ? ანუ ეშინოდათ?

არ მინდა მოვიტყუილო....

არ იყო ეს შიში...

ათი ათასობით ზვიადისტი ტყვიებს პირდაპირ ეგებებოდა,მაგრამ ხელისუფლებამ სააკაშვილის მსგავსი ერთი თეატრი წაითამაშა. ე.წ ზვიადისტები გამიჯნა სხვებისგან , ყველა შეუშვეს პარლამენტში გგვბჰუგჰვფ პარტიებიც კი , ყველა მინუს ამ ფრთის წარმომადგენლები, ხოლო გამსახურდია რადიკალური გარემოცვის ტყვეობაში ჩავარდა , მისი მხარდამჭერები კი თვითონ ცდილობდნენ აბსოლიტურად ყველა მათგან განსხვავებული მტრად გამოეცხადებინათ. არ ვიცი გასაგებად ვწერ თუ არა არაპოპულარულ სათქმელს,მაგრამ ღმერთია მოწამე, რასაც ვფიქრობ იმას ვპოსტავ.

მეც ვადანაშაულებ თავს.

რა შემეძლო 17 წლის ბიჭს, მაგრამ მაინც ფეხებზე დავიკიდე ზვიადისტები.:( მწვავეპროტესტი მქონდა, თუმცა მაინც მეორე ბანაკში ვითვლებოდი და ეს პროტესტი მკვეთრი ფორმით არ გამოვხატე,თუნდაც სტუდენტური აქტიურობის კუთხით.

არადა დიდუბესთან ვცხოვრობდი. სროლის ხმა და ემოციები მახსოვს. ეს არ იყო შიში, ალბათ სამოქალაქო პოზიციისაგან თავის არიდება + კომპლექსი.."არა, ძმაო , მე არავისტი არა ვარ" სტილში....რაც უარესია. ყველამ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები თუ გულგრილობა . :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საშინელი სურათებია და საშინელი დრო იყო.

 

 

უმეტესობა მხედრიონელების დედებს ##################.ბეზპრიდელშიკები და ქსივიანი ყაჩაღები იყვნენ უმეტესობა და რა ყველა.

 

ეს იყო ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობა და ამას ბაზარი არ უნდა.ედიკას გაუფრთხილდეს მიშა კრწანისში და მერე დემოკრატიაზე გვაბოლოს.

 

შევარდნაძე არის დასახვრეტი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენიერი მეხსიერება მაქვს + საკმაოდ ბევრი ვნახე საკუთარი თვალებით

lasha_alo

 

:(

ხო მეც:

ყველაფერმა ჩემს თვალწინ ჩაიარა:მთელი ბავშობა ფანჯრიდან "ჯოს"."ჯოს","ჯოს" მესმოდა; ხოლო 91 წლის 31 დეკემბერს როდესაც ქალაქის სხვა უბნებში საახალწლო სუფრები იყო გაშლილი და გუგუნი მიდიოდა, ჩვენ ავტომატის და ყუმბარტყოცნების ორმხრივი სროლის ქვშ შუქებჩამქრალი ვიჯექით სახლში.

 

მთაწმინდელები დავიჩაგრეთ ამ მხრივ:ერთი განსხვავებაა, იარაღის სროლის ხმა არ ისმის თორემ ეს "ჯოს". ჯოს" ჯოს" ისევ აქტუალურია ამ ქალაქში.

 

ის თბილის რაც შეეხება, ხოლო რეგიონებში(სამეგრელო, ზუგდიდი,წალენჯიხა) რა აქვთ მხედრიონელებს გაკეთებული შენც კარგად უნდა გახსოვდეს. და სულაც არ მიკვირს ის აგრესია რასაც ზუგდიდელები იჩენენ ხაინდრავას პერსონის მიმართ.

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

მთაწმინდელები დავიჩაგრეთ ამ მხრივ:ერთი განსხვავებაა, იარაღის სროლის ხმა არ ისმის თორემ ეს "ჯოს". ჯოს" ჯოს" ისევ აქტუალურია ამ ქალაქში.

აბა, აბა, რამხელა დისკომფორტს გიქმნის ეს ჯოს, ჯოს წაიღეს ტვინი რააა, გაწუხებენ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ვახ, რა არის სისულელე ის რომ გამიხარდა თუ ის რომ მცირერიცხოვანმა ქართველობამ თანაბარი შეირაღების პირობებში დაამარცხა მრავალრიცხოვანი,

უფრო მეტს ვიტყვი მაშინ თბილისელმა დაამარცხეს პროვინციელები ეს იყო რეალურად რაც მოხდა, ძალაუფლება დაიბრუნეს იმათ ვისაც ეკუთვნოდათ

 

 

საიდან ამდენი ღვარძლი? რა თბილისელობა აგიტყდა. 80% ვითომ თბილისელი, შენი ჩათვლით, ხომ კარგად იცი _ პროვინციალია. ახლა რაც შეეხება ვინ ვიზე გაიმარჯვა, გეტყვი: დამრცხებულია ორივე მხარე რადგან, საბოლოო ჯამში უამრავი ქართველის სიცოცხლე დაიკარგა და დაობლდა უამრავი ქართველი ბავშვი. ეს შენ არ შეგხებია როგორც ჩანს და ამიტომ ვერ ხვდები. და თუ ვინმემ გაიმარჯვა ეს საქართველოს მტერმა და მეტი არავინ.

გამარჯვებული გია ჭანტურია, ჟიული შარტავა და ჯაბა იოსელიანი საფლავებში წვანან, ხოლო გამარჯვებული სიგუა, კიტოვანი, გიორგაძე, სარიშვილი, ასათიანი, ნათაძე და ა.შ. სოროებში არიან შემძვრალები პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, აგრეთვე გამარჯვებული ყარყარაშვილი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული, ნუთუ არ არის საკმარისი სწორი დასკვნის გამოსატანად? რაც შეეხება შავარდნაძეს, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ბევრ საზიზღრობას გეგმავს საძულველი ქართველი ხალხის მიმართ და არ გეგონოთ მარტო ოლიგოფრენი სააკაშვილ-სააკიანის ქართველებისთვის თავს მოხვევით დაისვენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი ამ მოვლენებს სამხედრო გადატრიალება უწოდო ძალიან საკამათოა. ეს იყო რუსეთის ოკუპაცია. რუსეთის ჯარი რომ არა 1 საათში არ იქებოდა არც მხედრიონის და არც დანარჩენების დუხი საქართველოში.

 

ეხლა მხედრიონი.

მხედრიონი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ჩამოაყალიბა ჯაბამ მგელაძეს დახმარებით.

პირველად ესენი სამაჩაბლოსი გავიცანი და ვიცი რა ხალხიც იყო.

ციხიდან უშვებდნენ ხალხს მხედრიონში ჩასაწერად.

 

ნაციხარი რომ დავწერე ესეც საკამათაო. ნაციხარი კი არა ციხიდან გამოუშვეს მხედრიონის შესავსებად.

 

არ დაგავიწყდეთ, გურამ მგელაძისთვის იყო რომ ედიკამ შექმნა ე.წ. აგროსამრეწველო კომპლექსი და გაამილიონერა კომუნისტების დროს. ხოლა რაც შეეხება ჯაბას, ის ხომ მგელაძის მეჯვარე იყო. ჰოდა ესეც თქვენი პუტჩისტური ტროიკა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ზოგიერთს მხედრიონი ვინ იყო და იმდროინდელი ამბები ისე ესმის, როგორც ეხლა მე ეგვიპტეს პრეზიდენტის საოჯახო ალბომი ვიცი რა.

 

საინტერესო ის არის, რომ მაშინდელი ყოფილი ე.წ. პუტშიც მომხრეები ეხლა პუტჩის წინააღმდეგაა ზოგიერთი.

 

ან კიდევ "იმ დროინდელი ამბები მახსოვსო" კაცო.

იმას ახსოვს და მე მონაწილე ვიყავი. პირველი დღიდან და არც თუ ისე დაბალ სტრუქტურებში, რომ არ ვიცოდე რა ხდებოდა.

 

მოკლედ ციკია რა.

 

ესმით ეხლა და რას იზამ კაცი :givi:

 

პ.ს. თქვენ სიმართლე კი არ გაინტერესებთ, არამედ თქვენსას უბერავთ და სიმართლედ გინდათ აღიქვათ ეს.

 

 

 

 

გეთანხმებით. ამათი უმეტესობა მაშინ ბავშვები იყვნენ და ვერც წარმოუდგენიათ რა ხდებოდა მაშინ. ქართველი ქართველს ესროდა და ეს ვერ გაუგიათ. თუ რას ნიშნავს, რა უბედურებას. თბილისელმა პროვინციალი გააგდოო...

თუმცა რას ერჩი, რაც ქურდობისთვის დაპატიმრებულმა და შემდეგ ჯაბას ამნისტიით გამოშვებულმა, გამხედრიონელებულმა და პატრიოტების სისხლის გუბეში ნაბანავებმა, უკვე გაპოლკოვნიკებულმა მამიკომ უამბო იმას როშავენ.

ისტორიის არ ცოდნას რომ უწუნებთ არც ეს არის სწორი. რადგან ისტორია რომ იცოდე ჯერ კითხვა უნდა იცოდე და თან სურვილიც უნდა გკლავდეს მისი წაკითხვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...