Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) €46.6 მილიონს + სტარიჯი = ტორესს ?


Recommended Posts

http://b.pix.ge/l/3uzaz.jpg

 

ჩელსიმ ახალი წინადადება შესთავაზა ლივერპულს “მოღალატე” ტორესის სანაცვლოდ. ისინი €46.6 მილიონ ევროს და პლიუს დანიელ სტარიჯს ან £60 მილიონ გირვანქას სთავაზობენ “წითლებს”.

 

ჩელსიმ ინგლისური საფეხბურთო სამყარო გააოგნა: ლივერპულს ფერნანდო ტორესში 35 მილიონი ფუნტი შესთავაზა… და რასაკვირველია მტკიცე უარი მიიღო. ეს ამბავი მერსისაიდელთა პრეს-მდივანმაც დაადასტურა.

 

ლივერპულის ახალი ამერიკელი მეპატრონეებიც ჯიუტი ხალხი ჩანს და ტორესის დათმობას არ აპირებენ. მსოფლიოს ჩემპიონი ლივერპულმა 2007 წელს მადრიდის ატლეტიკოსგან იყიდა და მას მერე „ენფილდის“ გმირია. (გმირი? რაღაც არადამაჯერებელია – ავტ.) მიმდინარე სეზონში არც ტორესის საქმეები მიდის სახარბიელოდ – 26 წლის თავდამსხმელი მუნდიალის ფინალში დაშავდა და მას შემდეგ ვერა და ვერ აღიდგინა ჩვეული ფორმა, თუმცა მას მერე, რაც ლივერპულის თავკაცის თანამდებობაზე როი ჰოჯსონი კენი დაგლიშმა შეცვალა, ტორესი „იშტაზე მოვიდა“ და 4 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.

 

თუკი აბრამოვიჩს ლივერპულში ტორესის თაობაზე ახალი წინადადების გაგზავნა მართლა სურს უნდა იჩქაროს, რადგან ეგრეთწოდებული სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს საღამოს 11 საათზე იხურება. ფერნანდო ტორესის მერსისაიდური კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ესპანელი კვირაში 110 ათას ფუნტს იღებს, მაგრამ ინგლისურ პრესაში წერენ, რომ ჩელსი ამ ჯამაგირს იოლად გაუორმაგებსო.

 

P.S ეს ჩემი 500-ე პოსტია

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...