Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სახალხო მწვრთნელი – ბილ შენკლი! #3


Recommended Posts

http://a.pix.ge/k/aq314.jpg

 

გრძელდება ბილ შენკლის ისტორია…ჩვენ მისი წარსულიდან კიდევ რამოდენიმე ფაქტს განვიხილავთ…

 

მომდევნო სეზონი ლვერპულის უმდიდრეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. გუნდმა საჩემპიონო ტიტული შეინარჩუნა, გულშემატკივრები კი ყველაზე მეტად საფეხბურთო ასოციაციის თასის მოგებით გაახარა. 1965 წლის 1-ელ მაისს ლივერპულმა მესამედ იასპარეზა საპატიო პრიზისთვის ჩატარებულ გადამწყვეტ მატჩში და პირველად მოახერხა თასის დაუფლება. ეს დღე გუნდის ქომაგთათვის დაუვიწყარია – “უემბლიზე” ბილ შენკლის ბიჭებმა დამატებით დროში ლიდს იუნაიტედს 2:1 მოუგეს და პირველად წაჰგვარეს თასი მერსის ნაპირზე.

 

ლივერპულისთვის თანდათან ევროტრიუმფის კონტურებიც გამოიკვეთა. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა 1964-65 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშება, ნახევარფინალში ესპანელ მსაკს მედიბლისს გაუგებარი არაობიექტურობა რომ არ გამოეჩინა. “ენფილდზე” ჩატარებულ პირველ მატჩში ლივერპულმა ელენიო ერერას ინტერი 3:1 დაჩაგრა და განმეორებით შეხვედრაში “სან სიროზე” საბოლოო წარმატების იმედითაც გავიდა სათამაშოდ, მაგრამ…ესპანელმა არბიტრმა მილანელებს ჯერ უშუალოდ თავისუფალი საჯარიმოდან პირდაპირ კარის მიმართულებით დარტყმული ბურთი ჩაუთვალა, შემდეგ კი ლივერპულელთა მეკარის ლოურენსის მიერ დაუფლებული ბურთის “გამოგლეჯვას” ყურადღება არ მიაქცია, რასაც კიდევ ერთი გოლი მოჰყვა.

 

მოგვიანებით ინგლისელმა ჟურნალისტებმა დაწერეს, მედიბლისი მოსყიდული რომ იყო…მომდევნო სეზონში ლივერპული თასების თასის გათამაშებაში ჩაერთო და ნახევარფინალში სელტიკის ძლევის (2:0, 0:1) შემდეგ გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ფინალში დორტმუნდის ბორუსიას შეხვდა. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დრამატული გადამწყვეტი მატჩის ბედი დამატებით დროში გაირკვა – 110-ე წუთზე ლიბუდას გოლმა გამარჯვება გერმანელებს მოუტანა (2:1).

 

ბილ შენკლი მიღწეულით არ კმაყოფილდება და 1967 წლიდან გუნდის განახლების კიდევ ერთ, რიგით მესამე ტალღას იწყებს. თუკი აქამდე შენკლი ფეხბურთელების დამატებით იყო დაკავებული, ამჯერად მან გუნდის რამოდენიმე აღიარებული ლიდერი დაითხოვა. “ენფილდიდან” სენტ-ჯონი, ჰანტი, იეტსი, ლოურენსი წავიდნენ. მათ სანაცვლოდ ბილმა გუნდში ნიჭიერი ფეხბურთელები კლემენსი, ლოიდი, ჰოლი, ჰეივეი, ჰიუზი, ოდნავ მოგვიანებით კი ჯონ ტოშაკი მოიყვანა, მაგრამ სამი სეზონის განმავლობაში ლივერპულივერც ჩემპიონატსა და ვერც თასზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევდა.

 

მერსისაიდელები სატურნირო ცხრილში მეხუთე საფეხურზე ქვევით არ ეშვებოდნენ, მაგრამ წარმატებას მიცვეული გულშემატკივრები გაცილებით მეტს ითხოვდნენ. მათ დიდხანს ცდამ არ მოუწიათ. 1971 წელს ლივერპულმა ასოციაციის თასის ფინალამდე გააღწია. არსენალთან შებმა ორივე გუნდის გულშემატკივრებისათვი სულისშემკვრელი გამოდგა. დამატებით დროში ლონდონელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და თასიც მათი ნადავლი გახდა.

 

იმავე წლის 10 მაისიდან კი ლივერპულის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ბილ შენკლიმ კევინ კიგანის აყვანა…

 

გაგრძელება იქნება…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...