planetanews Posted January 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashkini11-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული ხუთი მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. ქალაქ ალმაატაში გამართულ მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონ ”კომაროვის” გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნული ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ჩატარდა.საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მოიპოვეს გამარჯვება. მე-12 კლასელებმა ნიკა ბეგიაშვილმა, გრიგოლ ფერაძემ, გიგა გუმბერიძემ და ბაჩანა კუციამ ბრინჯაოს მედლები ინფორმატიკაში, ფიზიკასა და მათემატიკაში აიღეს. მე-10 კლასელმა ჯიმშერ სხირტლაძემ ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში მიიღო. გუნდურ ნაწილში სკოლის გუნდმა მეოთხე ადგილი და საპატიო სიგელი დაიმსახურა. ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში 46 გუნდი და 296 ინდივიდუალური მონაწილე მონაწილეობდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts