planetanews Posted January 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/vashadze1-150x150.jpgსასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაარსების 5 წლის იუბილე გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ესწრებოდა. შეხვედრის დროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა სააგენტოს 2011 წლის გეგმებსა და ისეთ პროექტებზე ისაუბრა., როგორიცაა ელექტრონული პირადობის მოწმობის სისტემაზე გადასვლა, საუკუნის პროექტი- დამისამართება , ონლაინ სერვისები, იუსტიციის სახლების პროექტები და სხვა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებამ მუშაობა ხუთი კომპიუტერით დაიწყო, დღეისთვის კი ტექნიკის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც. “სამოქალაქო რეესტრი ზაფხულიდან ელექტრონული ბარათების სისტემაზე გადასვლას გეგმავს, რაც მთლიანად შეცვლის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ სერვისის მიწოდების პრაქტიკას. იმედი გვაქვს, რომ 2011 წელი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც მთლიანი განვლილი პერიოდი”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts