Jump to content
Planeta.Ge

მიშა შეცვალე მთავრობა


Recommended Posts

არ დამიწყოთ ეხლა აქ იმის მტკიცება რომ რ2-ები და Yლიმედები მართალს ჩივიან და ავშენდით, ავყვავდით მთელი ქვეყანა და ცხრაკილომეტრიანი ნაბიჯებით მივიწევთ წინ პროგრესისა და კეთილდღეობისაკენო...

 

უკვე ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ისედაც დაფეხვილ ეკონომიკასამნაირი გასაჭირი 1992-94 წლების მერე არა ჰქონია, დამოუკიდებელი ექსპერტების გათვლით ინფლიაციამ 22%-ს გადააჭარბა (მთავრობა 11-12 % აღიარებს), ინვესტიციები თითქმის შეწყვეტილია, საგარეო დახმარებებიც მინიმუმამდეა დასული, კატასტროფული სავაჭრო დეფიციტია, წარმოებაზე და სოფლის მეურნეობაზე საუბარიც არ ღირს - სრული კატასტროფაა...

 

ეს ტუნისი-ეგვიპტის პირწიგნაკული რევოლუციებიც უშნოდ გამოეჩხირენ ეხლა...

 

ერთი-ორი თავზეხელაღებული გადარეულის გარდა არავისა სურს აქ არეულობები და კატაკლიზმები, რომელსაც შეუძლია იმავე 90-იან წლებში ციმ-ციმ დაგვაბრუნოს და ისევ მოთარეშე არამზადების მმართველობა დაგვატეხოს თავს...

 

დღეს ერთადერთი გამოსავალია, ამ მთავრობის მთლიანად დათხოვნაა (ხაზს ვუსვამ - მთლიანად დათხოვნა თავის მერაბოვიან და იმ მზეთუნახავ ადეიშვილიანად), ყოველგვარი კარუსელების გარეშე და ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელიც ფაქტიურად ეროვნული ხსნის მთავრობის დააკომპლქტებს და მკაცრად გაწერილი ანტიკრიზისულ ღონისძიებებს გაატარებს მიზანმიმართულად....

 

და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტი უნდა დისტანცირდეს მთავრობისაგან და წამდაუწუმ მის საქმიანობაში ჩარევას უნდა შეეშვას ! ! !

 

 

მიშა მაინც არ იზამს ამასო, იტყვიან ზოგიერთები და რა წაიღე ტვინი ამ კლავიატურაზე კაკუნითო, მეც ვეჭვობ, რომ არ იზამს, ალბათ, მაგრამ მინდა, ნაცებს დავანახო, რომ გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს... არსებობს და უნდა შევეცადოთ ყველანი ხელიდან არ გავუშვათ ბოლო შანსები, არადა მოახლოვდა ის დრო როდესაც "ქართველები არა ვართ", "მტერს ნუ გავახარებთ" და სხვა ამდაგვარი შეგონებები უბრალოდ აღარ იმუშავებს და მოხდება ცუდი მოსახდენი (არ ვგულისხმობ მარტო ძალადობას, ეკონომიკის კიდევ უფრო ძირს დაშვება, შეიძლება ძალადობაზე ბევრად უარესიც კი გამოდგეს)....

 

რაც შეეხება ძალადობას, მიაქციეთ ყურადღება, არასდროს არ იყო ამდენი საუბრები, ძალადობაზე და სახალხო მღელვარებაზე, არათუ ედიკას გადაყენების წინ, არამედ კიტოვან-იოსელიანის ხროვის ბუნტის წინაც კი ... ეხლა კი ყველა კუთხიდან ისმის...

სჩანს, მერფის კანონები ამუშავდება მალე !

 

---

 

ეს ფორუმ.გედან ჩომბეს მოვპარე... რადგან ფაქტიურად ჩემი სათქმელი თქვა... ისე რომ არც აღარერი მაქვს დასამატებელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

ერთი-ორი თავზეხელაღებული გადარეულის გარდა არავისა სურს აქ არეულობები

ერთი მე ვარ და მეორე ვინაა ნეტა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ერთი მე ვარ და მეორე ვინაა ნეტა?

ალასანია :givi:

 

newstudio

და რატომ გინდა არეულობა?!

იმიტომ რომ დალაგებულია უკვე, მაგრამ ქლეურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მერფის კანონზე ვერ დავეტანხმებირ ადგან თიტქმის უკვე იმ ფაზაში ვართ მისულები რომ მხოლოდ 1 ვარიანტში რჩევბა ხოდა.. სანამ დროა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რით ვერ გაიგეთ რომ სააკაშვილი შემთხვევით არ დასვა ვაშინგტონმა ბელადის ტახტზე?

 

დავალებები აქვს მაგ განდილას შესასრულებელი და ვიდრე არ შეასრულებს არც სადმე წავა და არც არავინ გაისტუმრებს..

 

აი, ვითარებას რომ სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანს და რუსეთთან და სომხეთთან ომის პროვოცირებას მოახდენს მერე კი შეიძლება იფიქროს დხვევაზე, მაგრამ გვიანი იქნება..

 

რუსი ჯარისკაცის ჩექმით გაწიხლვა და რუსი ჯარისკაცის ხელით ყელის გამოჭრა არ აცდება მაგ ჩათლახს..

დაიმახსოვრეთ..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ თუ იმას ვერ ხვდებით, რომ სისტემა რომ შეიცვალოს ეს რეჟიმი დაემხობა და ამას არასდროს დაუშვებენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ისე მერფის კანონზე ვერ დავეტანხმებირ ადგან თიტქმის უკვე იმ ფაზაში ვართ მისულები რომ მხოლოდ 1 ვარიანტში რჩევბა ხოდა.. სანამ დროა...

არ ვიცი მერფის კანონები , რაზეა საუბარი?!(

 

Nukriko

თქვენ თუ იმას ვერ ხვდებით, რომ სისტემა რომ შეიცვალოს ეს რეჟიმი დაემხობა და ამას არასდროს დაუშვებენ

თუ ცვლილებები არ იქნა...დაიქცევა ქვეყანა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ცვლილებები არ იქნა...დაიქცევა ქვეყანა

ქვეყანას კი, მაგრამ რეჟიმს არა..

 

თუ ცვლილებები იქნება რეჟიმს დაერხვა..

 

 

გაიგევი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ერთადერთი გამოსავალია, ამ მთავრობის მთლიანად დათხოვნაა (ხაზს ვუსვამ - მთლიანად დათხოვნა თავის მერაბოვიან და იმ მზეთუნახავ ადეიშვილიანად), ყოველგვარი კარუსელების გარეშე და ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელიც ფაქტიურად ეროვნული ხსნის მთავრობის დააკომპლქტებს და მკაცრად გაწერილი ანტიკრიზისულ ღონისძიებებს გაატარებს მიზანმიმართულად....

მერაბიშვილს და ადეიშვილს მიშა ვერ(არ) შეცვლის..ეს იგივეა მიშა რომ თავის ნებით გადადგეს..და დანერჩენი მთავრობა(თავის პრემიერიანად) გინდა ყოფილა,გინდა არა..ადრე ამბობდნენ ფაცაციაზე(პრემიერი რომ იყო) ჯონჯოლივით არისო,თუ სუფრაზეა ყველა ჭამსო და თუ არ არის არავინ მოიკითხავსო..

და არ მოგბეზრდათ ეს მიშას "ჭკუაზე", "აზრზე" მოყვანა..როდის გაიგებთ რომ კიდია ყველა და ყველაფერი, რასაც უნდა იმას აკეთებს და რამდენჯერ უნდა დაამტკიცოს ეს რომ მიხვდეთ..

არა ვართ ჩვენ ევროპელები .. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ქვეყანას კი, მაგრამ რეჟიმს არა..

 

თუ ცვლილებები იქნება რეჟიმს დაერხვა..

 

 

გაიგევი?

მარტო შსს -ს შენახვა მილიარდნახევარი ჯდება...

 

kitesa

საკეტესო გამოსავალი არსებული ვიტარებიდან

სერიოზულად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...