planetanews Posted January 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2011 მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას, თავისუფლების მოედნიდან მეტრო რუსთაველამდე, მტკვრის სანაპიროდან ჭონქაძის ქუჩის ჩათვლით დღეს, გაზმომარაგება დროებით შეეზღუდებათ. კომპანია “ყაზტრანს-გაზ თბილისის” განცხადებით, დროებითი გათიშვა მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენის ჩამკეტ არმატურაზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. გათიშულ აბონენტებს გაზმომარაგება იმავე დღეს 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts