Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- მიშას შოუ პირდაპირ ეთერში, მონტაჟის გარეშე


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/mihka.pngსამმა  ნაციონალურმა საინფორმაციო არხმა 25 იანვარს თავისი ჩვეული სამაუწყებლო ბადე დაარღვია, რათა მაყურებლისთვის წლის შოუ ეჩვენებინათ: საქართველოს შთამბეჭდავი  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორსაათნახევრის გამნმავლობაში, ცოცხალ ეთერში  მაყურებლის კითხვებს პასუხობდა.

 

შეკითხვების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილებიდან დაისვა ეკონომიკას ეხებოდა. პასუხების უმეტესობა ნაცნობი იყო. გარდა ინფლაციის ალაგმვისა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და პენსიების გაზრდისა სააკაშვილმა გაიმეორა დაპირებები, რომელთა თანახმადაც ის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში 10 000-მდე ინგლისურენოვან მასწავლებელს ჩამოიყვანს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და დიახაც გახსნის ახალ სათხილამურო კურორტებს, რათა საქართველოს ინგლისურენოვან, ტექნიკურად გაწაფულ და მოთხილამურეთა ქვეყნად გადაქცევაში დაეხმაროს.

 

მან საქართველოს დანაწევრებულ ოპოზიციას გაზრდა,  ქუჩის პოლიტიკისა და  მაფიოზური ტიპის სოციალური წარსული სტრუქტურების დაძლევა ურჩია.

 

რუსეთთან დაკავშირებით მან მძიმე სარკაზმს მოუხმო. „ზოგიერთი რუსი ლიდერი გამოდის და აცხადებს, რომ საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობა უნდა” – განაცხადა სააკაშვილმა – ”პუტინს უყვარს ასეთი KGB-ს რაღაცეების კეთება… ის მოუსმენს ”თბილისოს” (საბჭოთა ეპოქის პოპულარული სიმღერა თბილისზე), გადაწვება და თვალებს დახუჭავს და ამას ასაღებენ იმის დამაჯერებელ დასტურად, რომ ქართველები უყვარს” – განაცხადა მან ჩაცინებით – ”მაგრამ ხანდახან მან შეიძლება ათასობით ადამიანი დაბომბოს, დახოცოს რამდენიმე ასეული ბავშვი, მაგრამ ისე ზოგადად მას საქართველო უყვარს”.

 

მან განაცხადა, რომ ერთადერთი საიმედო გზა საქართველოსადმი პუტინისა და კომპანიის ნამდვილი დამოკიდებულების დადგენისა აფხაზეთისადმი და სამხრეთ-ოსეთისადმი, სადაც რუსი სამხედროები ჯერ კიდევ დგანან მათი განწყობის დადგენაა. ”დაუსვით მათ მარტივი კითხვა: აფხაზეთი საქართველოა?” – ეუბნებოდა სააკაშვილი აუდიტორიას – ”თუ ის იტყვის ”დიახ”, მაშინ ჩაეხუტეთ და ჩაკოცნეთ, მაგრამ ის იტყვის ”არა”-ს”.

 

საერთოდ როგორც ასეთ თავყრილობებზე ხდება, ბევრ მომენტს დაგეგმილის და დაშაქრულის ნიშანი დაჰყვებოდა. ზოგიერთმა მოქალაქემ სატელევიზიო დრო იმისთვის გამოიყენა, რომ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ბიუროკრატული პროცედურების გამარტივებისთვის თავისი ლიდერისთვის დიდი მადლობა ეთქვა, ამ დროს  კი დიდი ეკრანი სატელევიზიო სტუდიაში იმ ხატ-სურათებს აჩვენებდა, რომელიც მიშას ლეგენდას ჰყვებოდა.

 

თუმცა პრეზიდენტმა რამდენიმე მკაცრი შეკითხვაც მიიღო. მან დაიცვა სადავო გადაწყვეტილება სახელმწიფო და კერძო შენობებიდან ასობით იძულებით გადაადგილებული პირის გამოსახლების შესახებ, რომლებიც მათი დროებით თავშესაფარი იყო და პოლიციის ქმედებები მოშიმშილე ომის ვეტერანების მცირე ჯგუფის წინააღმდეგ. მან მიუთითა რომ დემოკრატია არ ნიშნავს ნებისმიერისთვის, მთავარ ეროვნულ სიმბოლოსთან, თბილისის ომში დაღუპულთა მემორიალთან სადაც შიმშილობა მიმდინარეობდა, მოშარდვის და მის გარშემო საკუთარი საცვლების გამოფენის უფლებას.

 

მაგრამ ის დაუსხლტა დიდ შეკითხვას. ერთი სიტყვა არ თქმულა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა მიშა 2013 წლის, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრად გახდომას.

 

გიორგი ლომსაძე, ForeignPress.ge

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...