Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სუარეზი – 10 საინტერესო ფაქტი


Recommended Posts

http://www.1000goals.com/wallpapers3/Uruguays-Luis-Suarez.jpg

 

გთავაზობთ 10 ძალიან საინტერესო ფაქტს ლუის სუარესზე.

 

1) სუარეზის ზედმეტსახელია “El Pistolero” რაც ქართულად იარაღით მებრძოლს ნიშნავს.

2) გარდა ფეხბურთისა იგი თავისი წაწვეტებული ფორმის ყურებით არის ცნობილი, მან თავისი ყურებით ისეთი პოპულარობა მოიპოვა ჰოლანდიაში, რომ სმენადაქვეითებულების დახმარების რეკლამაშიც კი გადაიღეს.

3) სანამ აიაქსში გადავიდოდა მას გრძელი თმები ჰქონდა, მაგრამ მისი ცოლის სოფიას თხოვნის შემდეგ მან შეიჭრა თმები. მისი ცოლის მიზეზი კი ის იყო, რომ ახლად დანიშნული კაპიტნისთვის ეს კლუბისადმი პატივისცემის ნიშანი იქნებოდა.

4) იგი 1987 წლის 24 იანვარს დაიბადა. ამავე დღეს დაიბადნენ გამოჩენილი მსახიობი მიშა ბარტონი და მუსიკოსი იულს ჰოლენდი.

5) ლუისი გაიზარდა ურუგვაის სიდიდით მეორე ქალაქ სალტოში, რომელიც განთქმულია თავისი თერმული აუზებით.

6) 2009-10 წლის სეზონში იგი ერედივიზიონის ბომბარდირი გახდა. სულ კი ყველა ტურნირში 49 გოლი გაიტანა. იგი ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

7) 2010 წელს “IFFHS” იგი მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულით დააჯილდოვა

8 ) მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მესი მიაჩნია. ერთერთ ესპანურ გაზეთთან მიცემულ ინერვიუში მან განაცხადა: მესი უდავოდ საუკეთესოა. დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც მის თამაშს ვუყურებ. მე ვკითხე ჩემს მეგობარს მარტინ კასარესს მის შესახებ და მან მითხრა, რომ გასახდელში იგი ძალიან თავმდაბალია.

9) თვითონ როგორც მიაჩნია მისი კოზირი ტექნიკა და გოლების გატანაა: ” შემიძლია ვთქვა, რომ კარგი თექნიკა მაქვს და იღბლიანი ვარ, რომ ადვილად ვიტან გოლებს, მაგრამ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. ვფიქრობ უკეთესია სხვებმა ილაპარაკონ ჩემზე. ”

10) აღსანიშნავია, რომ ყოფილი ფეხბურთელი მისი სეხნია ლუის სუარეზი ადრე ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო. იგი ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იგი თავის დროს ბარსელონაში და ინტერში ასპარეზობდა 1950 და 1970 წლებში. ნერაზურის შემადგენლობაში მან სამი ” სერია ა ” – ს ტიტული მოიგო, ორი ევროპის თასი და ერთი საერთაშორისო თასი.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...