planetanews Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dakaveb4-150x130.jpgმცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს ვალერიან ჭილაშვილს, 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებული მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და ბრალი 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დევნილ ჭილაშვილს, სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც, აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს არ წარმოადგენს ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი.. “დევნილი ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე კანონმდებლობის ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბ/ნ ზურაბ ადეიშვილმა 2010 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #181-ე ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა პირის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს.” – განაცხადეს ასოციაციაში. მათივე განცხადებით, ზიანის ოდენობა – 35 ლარი არ არის ზუსტად დადგენილი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფიცრებს არ ჩატარებია სასაქონლო ექსპერტიზა, შესაბამისად, ისიც არ არის დადასტურებული, რომ მათი ღირებულება ნამდვილად 35 ლარი იყო და არა ნაკლები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვალერიან ჭილაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და საერთო სასამართლოებს, ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა პრაქტიკაში დაენერგათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts