Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პერტაია: მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/pertaia-150x136.jpgბიზნესომბუცმენმა გიორგი პერტაიამ დღეს, პირველი პრესკონფერენცია გამართა.

 

პრესკონფერენციაზე პერტაიამ, პრემიერ მინისტრს ნიკა გილაურს და ბიზნეს წრეებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნა დიდი პასუხისმგებლობაა და ის ბიზნეს სექტორის ინტერსების დაცვისთვის მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება.

 

პერტაიას განცხადებით, ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ.

 

“მაქსიმუმს გავაკეთებ კერძო სექტორის ინტერესების დაცვისთვის. ჩემი ფუნქციები კანონით არის განსაზღვრული და მიზანია შეიქმნას ხიდი ბიზნესსა და მთავრობას შორის და ნდობა აღდგეს. ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი საქმიანობა მშვიდად დაგეგმოს”,- განაცხადა პერტაიამ.

 

მისი განცხადებით, ბიზნესომბუცმენის კარი ყველასთვის ღიაა.

 

“ახალი კოდექსი ძალაში ახლა მიიღეს და დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები შევა. ბიზნესს სტაბილურობის განცდა ესაჭიროება. ჩვენი მიზანი, კი არის საგადასახადო კოდექსის ბოლომდე დახვეწა”,- განაცხადა პერტაიამ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...