Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბილინგის ახალი ელექტრონული მართვის სისტემის პრეზენტაცია მოეწყო


Recommended Posts

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, ბილინგის ახალი ელექტრონული მართვის სისტემის პრეზენტაცია მოეწყო.

 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშგების აღნიშნული ერთიანი ინტერნეტ-სისტემა საქართველოში უპრეცენდენტოა. ბილინგის, ანუ შემოსავლების მიღების მსგავსი მეთოდით, სხვა არცერთი კომპანია არ მუშაობს.

 

ახალი სისტემის მიხედვით, აბონენტთან მისული ინკასატორი ადგილზევე იწერს მრიცხველის მონაცემებს და მობილური ტელეფონის საშუალებით, ონლაინ-რეჟიმში უგზავნის ბილინგის მონაცემთა ბაზას. ინკასატორის მხრიდან სისტემაში მცდარი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, მონაცემთა ბაზა მკაფიო სიგნალით რეაგირებს, რაც კიდევ ერთხელ, გამორიცხავს შეცდომების ალბათობას.

 

პროექტი, რომლის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ესწრებოდნენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან ამუშავდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...