Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები შვიდი ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/300px-Tbscityhall-150x150.jpgსაკრებულოს სხდომაზე, დღეს, დეპუტატები შვიდი ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.

 

ბულაჩაურისა და ბორჯომის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და მათთვის მურმან ლებანიძისა და ანა კალანდაძის სახელების მინიჭების ინიციატივით, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას აღნიშნული ქუჩების მოსახლეობამ მიმართა.

 

ასევე, სახელი შეეცვლება ანანურის ქუჩას და მას რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭება, რომლის იდეა კონომსახიობთა თეატრის დასს ეკუთვნის.

 

კომისია საკრებულოს სხდომაზე ასევე შინდისის სამი ქუჩისთვის ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წინანაურის სახელწოდების მინიჭების ინიციატივითაც შემოვა.

 

წარმოდგენილი საკითხები უკვე განიხილა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ.

 

საკრებულოს სხდომა დღეს 18:00 საათზე გაიმართება, სადაც დეპუტატები 20 საკითხს განიხილავენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუჩისთვის ცნობილი ადამიანების სახელის დარქმევას დიდად არ ვუჭერ მხარს. არ ჯობია ძველი სახელი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა საქმე არ აქვთ?

 

ამას ჯობია ბიუჯეტის ხარჯვა განიხილონ

 

რა ქნეს საახალწლო განათებები მოხსნეს თუ კიდე ვჩაჩხაბეთ კრეტინებივით? :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანანურის, ბულაჩაურის და ბორჯომის ქუჩებთან რა ჯანდაბა უნდათ? უაზრო სახელებიანი ქუჩები ვერ იპოვეს ვითომ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...