Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში ტუნისი არ მოხდება!


Recommended Posts

საქართველოში ტუნისი არ მოხდება!!!

 

საქართველოს მოსხლეობის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ერთ ნაწილს, ტუნისის მოვლენებმა შესაძლოა მრავლისმეტყველი იმედები ჩაუსახა, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუვოთ ბატონებო, საქართველოში ტუნისი არ მოხდება!

 

არ მოხდება ბევრი მიზეზის გამო, ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან სხვა რომ არაფერი ვთქვა, ვგონებ დამეთანხმებით, რომ არც თქვენ და არც თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლეს და ჯამრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებთ.

 

სამაგიეროდ მოხდება ის რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი მაქსიმალურად დააკვირდება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებს..

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვითარების ესკალაციის და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყების შემთხვევაში კრიმინალური რეჟიმი პირველ რიგში ინტერნეტ პროვაიდერებს და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს აიძულებს სერვისის გათიშვას, შემდეგ კი საპროტესტო მოძრაობის ლიდერების დაპატიმრებებსა და საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას დაიწყებს. შედეგად, მაქსიმუმ რამდენიმე დღე დაჭირდება კრიმინალურ რეჟიმს საზოგადოების “გონზე მოსაყვანად” და უხმო მორჩილებაში დასაბრუნებლად, თუ რათქმაუნდა საზოგადოებამ საერთოდ გაბედა რაიმეს გაპროტესტება..

 

ასე რომ “ნე აბალშაიწეს” ტავარიშჩი, საქართველო აფრიკა არ არის, არც საქართველოს მოსახლეობა შედგება მუსულმანი არაბებისგან და არც სააკაშვილია ვინმე ბენ ალი და გინდაც ჰოსნი მუბარაქი..

 

ობიექტური რეალობა ისეთია, როგორიც არის და ვინაიდან, მხოლოდ ადამიანების ნება სურვილის შესაბამისად არაფერი იცვლება, გამოდის, რომ თუ არა ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალების აქტიური ჩარევა, სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ნეიტრალიზება არ გამოვა..

 

გამოდის, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩარევის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟი და ალბათ ამიტომ არის, რომ ვაქშინგტონთან შესაბამისი შეთანხმებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედი მოსკოვი და რუსეთის არმია გაათავისუფლებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილის კრიმინალური/ანტისახალხო/ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ბატონობისა და ჩაგვრისგან.

 

რათქმაუნდა სხვა საკითხია ის თუ რამდენად აწყობს ან არ აწყობს საქართველოს მოსახლეობას რუსეთის დახმარება სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში, მაგრამ ვგონებ რომ თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, შვილების უკეთესი მომავლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში შესულ საზოგადოებას სხვა არჩევანი და ალტერნატივა არ ექნება.

 

და თუ ასეა, ღირს კი ბრძოლის დაწყება თუ ომის დასრულებას რუსეთის “ხელით” მოახერხებ მხოლოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თუ ასეა, ღირს კი ბრძოლის დაწყება თუ ომის დასრულებას რუსეთის “ხელით” მოახერხებ მხოლოდ?

ამერიკის ხელით დაწყებული რუსეთის ხელით უნდა დამთავრდეს :) ღირს კი არა, აუცილებელიცაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არ მოხდება ბევრი მიზეზის გამო, ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან სხვა რომ არაფერი ვთქვა, ვგონებ დამეთანხმებით, რომ არც თქვენ და არც თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლეს და ჯამრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებთ.

უკვე მცდარი კონცეფციაა

 

ძალიან ბევრია გამწარებული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უკვე მცდარი კონცეფციაა

 

ძალიან ბევრია გამწარებული!

....

 

კარგი რა დეპრეს. მესმის რომ ატანა აღარ გაქვთ მაგ რეჟიმის, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის..

 

მოსახლეობის უმრავლესობა სავარძლიდან ერთი ადგილის აწევის გარეშე ელოდება ცხოვრევის გაუმჯობესებასაც და სააკაშვილის გადაგდებასაც და ეს არაერთხელ გამოჩნდა..

 

ამიტომ ვამბობ, რომ რისკზე წამსვლელი ქართული საზოგადოება არ არის.

ბევრი შეიძლება გამწარდა, ბევრი შეიძლება უკმაყოფილოა, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა არავინ გაბედავს რეჟიმთან უკომპრომისო დაპირისპირებას, როგორც ეს ტუნისში მოხდა და ეგვიპტეში ხდება დღეს..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე იმაშია რომ ავტორიტარული რეჟIმი ორ შემთხვევაში მთავრდება

1. როდესაც ფული უთავდება და ძალოვნების შენახვის უნარი არ შEსწევს

2. როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი მზადაა სისხლის უკანასკნელ წვეთAმდე ებრძოლოს რეჟიმს

 

 

ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების მორალი არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან,

 

მხოლოდ პურის გულისთვის ბუნტი კი არ ხდება, პურს ბოლო ბოლო მიუგდებ ხალხს და გაძღEბიან

უნდა არსებობდეს პრინციპულ განსხვავება ამბოხებულებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის,

რაც არააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მოსახლეობის უმრავლესობა სავარძლიდან ერთი ადგილის აწევის გარეშე ელოდება ცხოვრევის გაუმჯობესებასაც და სააკაშვილის გადაგდებასაც და ეს არაერთხელ გამოჩნდა..

ამას იძახი ბოლო წლების ატეულ ათასიანი მიტინგების შემდეგ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ამას იძახი ბოლო წლების ატეულ ათასიანი მიტინგების შემდეგ?!

...............

რათქმაუნდა ამას ვიძახი მიუხედავად იმსია რომ საქართველოში ბოლო წლებში მრავალათასიანი არაერთი საპროტესტო აქცია შედგა.

 

ამას ვიძახი, რადგან საპროტესტო აქციებს ის ადამიანები ლიდერობდნენ, რომელთაც მეეზოვეობას არ ანდობდნენ დასავლეთის ქვენებში და რომელთაც მრავალგზის დაამტკიცეს უპრინციპობა და კრიმინალყრ რეჟიმთან შეთანხმებით მოქმედება.

ხალხი რომ ამას ვერ მიხვდა ეს ხალხის პრობლემაა და არა წიწიბურების მაგალითად, რომელთაც მაგ ხალხისგან განსხვავებით არც პური უჭირდა როდისმე, არც ოჯახის შენახვა და არც თავის გატანა..

 

ბოლოს და ბოლოს ცხვარი არ უნდა იყოს ადამიანი და თუ აქციაზე გავიდა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დასახული შედეგის მიღებამდე პოზიცია არ უნდა დატოვოს და უნდა იბრძოლოს ყველა მეთოდით, თუ რთქმაუნდა ფიქრობს რომ სიმართლე და სამართალი მის მხარეს არის.

 

ქართული საზოგადოება ასე არ მოიქცა, რადგან 7 ნოემბრის გარდა ვერასდროს გაბედა რეჟიმთან ღია დაპირისპირება. ვერ გაბედა და ჯერ ჯერობით ვერც გაბედავს, თავისით კი ეგ ნაძირლები (სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მსახურები) თბილ ადგილებს არ მოშორდებიან..

 

აგერ კარდუს კითხე თუ ჩემი არ გჯერა : ))

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ამას ვიძახი, რადგან საპროტესტო აქციებს ის ადამიანები ლიდერობდნენ, რომელთაც მეეზოვეობას არ ანდობდნენ დასავლეთის ქვენებში და რომელთაც მრავალგზის დაამტკიცეს უპრინციპობა და კრიმინალყრ რეჟიმთან შეთანხმებით მოქმედება.

ამაში გეთანხმები

 

ამ ოპოზიციის უმრავლესობა ჩასარეცხია ულაპარაკოდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ამ ოპოზიციის უმრავლესობა ჩასარეცხია ულაპარაკოდ

უმრავლესობა კი არა,ყველა ერთად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

უმრავლესობა კი არა,ყველა ერთად..

ზოგადად მასე

 

საქართველოა ჩასარეცხი და თავიდან ამოსატუმბი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...