Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გამომძიებლები ფულის გათეთრების აღმოჩენის ტექნიკას ეუფლებიან


Recommended Posts

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლების თემა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიებაა.

 

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

ბაზელის ინსტიტუტის ქონებრივი დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ექსპერტები მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, როგორებიცაა - ფულის გათეთრება, ელექტრონული მტკიცებულებების შეგროვება, შემოსავლების წარმოშობის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთდახმარება და სხვა.

 

ტრენინგი ინტერაქტიულია, ექსპერტები და მონაწილეები ფიქტიურ საქმეებს განიხილავენ და მათი გამოძიების სქემას ადგენენ. სწავლების ბოლოს კი თითოეული მონაწილე დამოუკიდებლად წარმოადგენს ერთი ფიქტიური საქმის გამოძიების პრეზენტაციას.

 

სემინარი უცხოელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით 30 იანვრამდე გასტანს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...