Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრებს შეხვდა


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიღო.

 

მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს.

 

შეხვედრას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდა.

 

პრეზიდენტთან შეხვედრამდე თურქეთისა და აზრებაიჯანის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამმხრივ სხდომაში.

 

სხდომა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 

მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, - ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთის რებილიტაცია-მშენებლობის, თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე 4 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის და საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხები, - განიხილეს. ასევე, რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს.

 

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...