mtidan Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 რომ გაყიდა მერე ამერიკელმა იყიდა ის მანქანა? ძირითადი მყიდველი აზერები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 (edited) გია ნოდია: რატომაა ასე ჩუმად საქართველო ტუნისის რევოლუციასთან დაკავშირებით? როდესაც მმართველი პარტიიდან რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს ტუნისის ბოლოდროინდელ მოვლენებზე ქვეყნის პოზიციის შესახებ შეკითხვა დავუსვი, ისინი გაოცებულები დარჩნენ. პოზიცია არ არსებობს და ეს მხოლოდ მთავრობას როდი ეხება: ტუნისის მოვლენებმა ზოგადად მცირე ინტერესი გააღვიძა საქართველოში. მათზე ცოტათი იმსჯელეს სოციალურ ქსელებში, მაგრამ მხოლოდ ცოტათიშესაძლოა ეს არც არის ძალიან გასაოცარი. ბოლოს და ბოლოს ტუნისი შორსაა და ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები არც არსებობს. ეს მოვლენები საქართველოზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ქართულ ინდიფერენტულობაზე, ე.წ. ”ჟასმინის რევოლუციის” მიმართ, რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც ღირს. თავდაპირველად ზოგად კონტექსტს შევეხოთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც საკმაოდ ცინიკურად უყურებს პოლიტიკური თავისუფლების იდეას. პრეზიდენტ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებაზე საუბარი რამდენადმე არამოდური გახდა. ამ კონცეპტს ან ამერიკული იმპერიალიზმის ფარულ (ან არც თუ ისე ფარულ) გამოხატულებად ან ამერიკელთა იდიოტობამდე მისულ მიამიტობად განიხილავენ. ორივე შემთხვევაში, ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნებისგან დემოკრატიის მოთხოვნა, განსაკუთრებით არაბულ სამყაროში, რამდენადმე არაკორექტულ მოთხოვნად იქცა. დემოკრატიის სული ტუნისის რევოლუციამ, რომელიც აშკარად ქვევიდან დაიწყო და მთავრობის შეცვლის საყოველთაო სურვილი გამოხატა, მთელს მსოფლიოში პოლიტიკიური თავისუფლების ნირწამხდარი მხარდამჭერების გამოღვიძება გამოიღო შედეგად. მიუხედავად რეალპოლიტიკის აღზევებისა, დემოკრატიის სული ცოცხალია და თავს ისეთ ადგილებშიც ავლენს, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელიან, მათ შორის მაჰრიბშიც. გამოითქვა იმედი რომ ტუნისის მოვლენები არაბულ სამყაროში დემოკრატიული მოძრაობების ტალღის ინსპირირებას მოახდენს, მაგრამ ამავე დროს ყველას ახსოვს ირანის 1979 წლის რევოლუცია, რომელსაც ნამდვილად არ მოუტანია თავისუფლება ან თუნდაც ამ საუკუნის დასაწყისში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციების არაერთგვაროვანი შედეგები. ”ჟასმინის რევოლუცია” არსებითად დემოკრატიული ხდომილებაა, თუმცა არ იძლევა იმის გარანტიას რომ მის შედეგად ტუნისში დემოკრატიული რეჟიმი დამკვიდრდება. და როგორ ჯდება ამ სურათში საქართველო? ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. რომ მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი მაშინ ალბათ თამამად განაცხადებდა, რომ ტუნისელი ხალხი ისევე როგორც ხალხი ყველგან, თავისუფლებას იმსახურებს და ალბათ იქნებოდა აშკარა მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს რევოლუცია ტუნისის დემოკრატების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო. შესაძლებელია ისიც, რომ ”ვარდების რევოლუციის” ვეტერანები ტუნისისკენ გაეშურებოდნენ, რათა რევოლუციური მასებისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატათ და იქნებ ერთ-ორი სასარგებლო რჩევაც მიეცათ, მაგრამ დღეს ასეთი რამ რთული წარმოსადგენია. ჯერ ერთი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველომ გადაწყვიტა პრაგმატიზმის ზოგად ტენტდენციას გაჰყოლოდა. თბილისისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის ქვეყნებთან კარგი დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ადგილობრივი რევოლუციონერებისთვის მხარდაჭერის შეთავაზებით მათი რეჟიმების გაღიზიანება. ურთიერთობები ბელორუსიასთან – სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინ დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის შემდეგ მიულოცა – ამის, ალბათ ყველაზე ცხადი (მაგრამ ნამდვილად არა ერთადერთი) მაგალითია. მეორე, 2007-2009 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა ფერად რევოლუციებთან სხვადასხვა ქვეყნებისთვის დაკარგეს ინსტიქტური იგივეობა. ტუნისის მოვლენებზე რეაქციის დეფიციტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის რევოლუციური ფაზა დასრულებულია. ახლა ეს უკვე ჩვეულებრივი მთავრობაა, რომელიც ყოველდღიური პრობლემებითაა დაკავებული. ამ საქმეს უმკლავდებიან კარგად თუ ცუდად, დემოკრატიულად თუ არც თუ ისე დემოკრატიულად, ეს უკვე სხვა საკითხია. შედარების საფუძველი სააკაშვილის ოპონენტებისთვის სააკაშვილის შედარება ტუნისის დამარცხებულ მმართველ ზინ ალ-აბიდინ ბენ ალისთან რეალურად უფრო ლოგიკურია, განსაკუთრებით იმიტომ რომ შედარებისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. საქართველოში ტუნისისგან განსხვავებით დიქტატურა არ არის, მაგრამ პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს. ბენ ალის რეჟიმი დიქტატორული იყო, მაგრამ აშკარად უფრო რბილი, ვიდრე არაბული ქვეყნების უმრავლესობაში. უკანასკნელ დრომდე, ტუნისს განიხილავდნენ ისეთი ავტორიტარული მოდერნიზაციის წარმატებულ მაგალითად, რომელშიც შენარჩუნებულია შედარებით მაღალი ხარისხი სამოქალაქო უფლებებისა. სააკაშვილის ოპონენტები სიხარულით უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ბენ ალიმ იმის გაკეთება შესძლო, რის გაკეთებასაც მისი ქართველი კოლეგა მხოლოდ ახლა ცდილობს: მან საკუთარი ქვეყანა ტურისტულ სამოთხედ და თავისი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ გადააქცია და ყველაფერი მაინც რევოლუციით დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არა აქვს რამდენ ტურისტს მიიზიდავს სააკაშვილი აჭარაში ან სვანეთში, ეს მას ვერ უშველის. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ოპოზიციასაც კი არ განუხილავს გულდასმით ტუნისის პრეცედენტი. როგორც სჩანს ისინი ძალიან არიან დაკავებულები თავისი ბრძოლებით, ხოლო ხალხმა რევოლუციებისადმი ინტერესი დაკარგა. ამ თვალსაზრისით, ტუნისის მოვლენებმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში არ სუფევს რევოლუციური ატმოსფერო. მაგრამ ამან ხელისუფლება ძალიან არ უნდა გაახაროს. ”ჟასმინის რევოლუცია” ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ კანონზომიერებას შეგვახსენებს: ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს. როგორც კი მოდერნიზაცია წარმატებას აღწევს, იქმნება საშუალო კლასი, რომელიც ადრე თუ გვიან სრულ პოლიტიკურ თავისუფლებას მოითხოვს. პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე, ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს. http://www.rferl.org/content/georgia_tunisia_jasmine_revolution/2286879.html ნოდია ხო არ ცდილობს უფრო ოპოზიცური გახდეს? Edited January 28, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 Nukrikoნოდია ხო არ ცდილობს უფრო ოპოზიცური გახდეს?გემი რო იძირება... ნოდიები გარბიან ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 გემი რო იძირება... ნოდიები გარბიან ხოლმე რა ვიცი ჯერ ვერ ვხედავ გემის ჩაძირვას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 Nukrikoა ვიცი ჯერ ვერ ვხედავ გემის ჩაძირვას.კარტოფილი 1.70 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 კარტოფილი 1.70ოპოზიცია ნაც.მოძრაობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 Nukriko კარტოფილი 1.70 დიდი ამბავი...ხიზილალაზე გადავა ხალხი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 Nukrikoოპოზიცია ნაც.მოძრაობააეგ კი,.,,დიდი ნაწილი georgekh13დიდი ამბავი...ხიზილალაზე გადავა ხალხი...ერთი ფასი იქნება და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 რევოლუციას სომხეთშიც ელოდებიან17:56 21.02.2011 [ინტერპრესნიუსი] რევოლუციას სომხეთშიც ელოდებიან. როგორც "news.am" იუწყება, ამის შესახებ პარტიის "ახალი დროება" ლიდერმა, არამ კარაპეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში რევოლიციურმა პროცესებმა შესაძლოა, სომხეთშიც მიაღწიოს. კარაპეტიანს მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც კოალიციური მემორანდუმი გააფორმეს, ხელისუფლების სისხლისღვრის გარეშე შეცვლაზე უნდა იფიქრონ. მისივე განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გარე, ისე შიდა პროცესებმა. "სომხეთში რევოლუციური განწყობები მარტში გამომჟღავნდება. იქნება აფეთქება. საკითხავი მხოლოდ ის არის, დაიღვრება თუ არა სისხლი", - განაცხადა კარაპეტიანმა.მმართველი პარტიის წევრს არტაკ ზაკარიანს კი მიაჩნია, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები სომხეთს არ შეეხება.რევოლუციების გზით ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში ტუნისსა და ეგვიპტეში შეიცვალა საპროტესტო გამოსვლების მიმდინარეობს ლიბანშიც. http://www.presage.tv/?m=news&NID=6040 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 PEPE. ზუსტად Saturn ესეც დაგაინტერესებსშემაშფოთებელია სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა (სახელმწიფო ვალი - საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული ჯამური თანხა), რომელიც 2011 წლისთვის 10,6 მლრდ ლარამდე იზრდება. მათ შორის, საგარეო ვალი - 850 მლნ-თ და მიაღწევს 8,7 მლრდს. ხოლო საშინაო - 100 მლნ-თ, რომელიც გაიზრდება – 1,9 მლრდ ლარამდე. ეს გამოწვეულია სახაზინო ვალდებულების გამოშვებით. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 45%-ს ტოლია. http://www.presage.tv/?m=society&AID=3048კაია, კაი, აი ეგრე, ნელ-ნელა ჩალპობს ჯობია ყველაფერი სწრაფად მოხდეს newstudio მიშას ისეთ წამლებს ასმევენ-სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ეს წამალი არ ბრიდავს? Nukriko კარტოფილი 1.70 ნიუ-იორკში 4$ ღირსო, /თუ არადა შემოვიდეს დიტო და გაგვცეს პასუხი :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 საქართველო და არაბეთი ეგ რომელი არაბეთია? როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი, ლაშქარ მრავალი, ყმიანი რომ ცხოვრობდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 რევოლუციას სომხეთშიც ელოდებიან ჩვენთანაც მოხდება გაისად და თუ არ მოხდა,ზნაჩეტ კარტოფილი ისევ მოიმატებს და არა მარტო კარტოფილი. Saturn მანქანებს აზერები და სომხები არ ყიდულობენ ამერიკელებს რომ გადაწვდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 ბაჰრეინი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 Siknadmoნიუ-იორკში 4$ ღირსო, /თუ არადა შემოვიდეს დიტო და გაგვცეს პასუხი შანსი არაა PEPE.ბაჰრეინი?რა ბაჰრეინი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 ნიუ-იორკში 4$ ღირსო, /თუ არადა შემოვიდეს დიტო და გაგვცეს პასუხი რა კარტოფილი კაცო? სამი კილო სადღაც ორი დოლარი ღირს მე მგონი და დიდ ბოსტნეულის მაღაზიაში,ამაზე ნაკლები.არ ვიმახსოვრებ ხოლმე ფასებს და ამის შემდეგ დაგიზუსტებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.