planetanews Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/11/7/1289162674027/Fernando-Torres-006.jpg რომან აბრამოვიჩმა ლივერპულს ტორესის სანაცვლოდ 35 მილიონი შესთავაზა, თუმცა კლუბის ოფიციალური განცხადებით ამერიკელმა მფლობელებმა ეს წინადადება არ მიიღეს… The Guardian, The Times და სხვა რეიტინგული საინფორმაციო წყაროები ავრცელებნ ლივერპულის პრეს-სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ჩელსიმ ოფიციალურად მიმართა წითლებს ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კლუბის ხელმძღანელებმა მის 35 მილიონად გაყიდვაზე უარი განაცხადეს… ლონდონელები საკმაოდ დიდი ხანია იჩენენ ინტერესს ფერნანდო ტორესის მიმართ. მათ ჯერ კიდევ ზაფხულში სცადეს ფერნანდოს გადაბირება, თუმცა მაშინ თავად ფერნანდომ გაისტუმრა უარით როგორც ჩელსი, ისე სხვა კლუბები, მათ შორის სიტი და ბარსელონა. ამ შემთხვევაში კი ამერიკელმა მფლობელებმა მიიღეს გადაწყვეტილება. “გუშინ ღამით ჩელსი ოფიციალური წინადადებით მოგვმართა, მაგრამ ტორესი არ იყიდება” – სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა კლუბის პრეს-სამსახურმა. 35 მილიონი ფუნტი როგორც ლივერპულისთვის, ისე ჩელსისთვისაც სარეკორდო სატრანსფერო თანხაა. აქამდე ჩელსიმ ყველაზე ბევრი ანდრეი შევჩენკოში გადაიხადა 2006 წელს – 30,8 მილიონი ფუნტი. ხოლო ლივერპულის სარეკორდო ტრანსფერი კი ფერნანდო ტორესია, რომელიც რაფა ბენიტესმა 26,8 მილიონად შეიძინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტორესს კონტრაქტის მიხედვით კიდევ 2 წელიწადნახევარი დარჩა ლივერპულში და ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მის მსურველ კლუბს მინიმუმ 50 მილიონის გადახდა მოუწევს მის სანაცვლოდ… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts